ისევ დაგიწერ ლექსებს, ვითომ იქნება გვიან?
არ წაიკითხავ ვიცი, ისე მოისვრი გზიდან.
მაინც დაგიწერ კარგო, მაინც გაკოცებ მძინარს,
მოგეპარები ჩუმად, გულში ჩაგიკრავ ფრთხილად.
გეტყვი მიყვარხარ ისევ, როგორც მიყვარდი წინათ.
გული კვლავ შენზე ფიქრობს, ვერ მიგატოვებ დიდხანს.
იცი უძილო ღამეს შენზე ოცნება მიყვარს.
მარტოდ დარჩენილ დარდებს შენი სახელი ჰქვიათ...
მე მოვალ შენთან სიზმრად, გულში ჩაგიკრავ მძინარს..
ცრემლებს შეგიშრობ თვალზე, მოგიალერსებ ფრთხილად.
ჩუმი ამბორით დამთვრალს არ მიგატოვებ დიდხანს.
თვალს რომ გაახელ დილით, იქვე მიპოვი მძინარს.
17.03.2017
მზია კაპანაძე
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი.
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის ცოტნე,
შენ -ორგულობავ, აბა, გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე.
წუხელის შოთაც დაბადებულა,
დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის
რა სიხარული გამოიმეტე.
წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო
ყველა გმირმა და თავდადებულმა;
დაბადებულა თურმე ვახტანგი,
წუხელ თევდორე დაბადებულა.
საქართველოს ცა ისეც მაღალი
უფრორე მეტად ამაღლებულა,
დაბადებულა მთვარე- გიორგი,
თურმე ილია დაბადებულა.
წუხელის მტერი _
ერთპირად ჩვენი
მოსპობის მდომი -დადარდებულა,
დაბადებულა თურმე სულხანი,
გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.
დაბადებულა ბიჭი პაატა,
გათენებულა წუხელის თეთრად:
დაბ
წმინდა ნინო
შევთხოვ უფალს, ლოცვით დაღლილს, თვალზე ცრემლი დამედინოს, ჩემი ქვეყნის ლურჯი მთები თავს უხრიდნენ წმინდა ნინოს,
მუხდაჩოქით გევედრები - ისევ მხსნელად მოგვევლინო,
საქართველო დამილოცე - დედავ, ნაწნავ ჩამოშლილო!...
შენს ნატერფალს ია კოცნის, ამ ტევრს, ამ ცას, ამ მდინარეს,
ყველგან წმინდა ტაძარია, სადაც მუხლი მოიყარე.
შენი შუქი დააქვთ თვალთა ბუდეშურით ქართველ ასულთ,
ხმა მოგესმა მაყვლოვანთან, ცად ლოცვისთვის წამომართულს,
სულში მზე გაქვს, გულში დარი, ხელთ გიპყრია ჯვარი ვაზის,
საოცრება არის ესე, შეჰკარ შენი თმების თასმით.
ცრემლი ცრემლად დააპკურე, მყის განდევნე ღამე კრული,
ზედაზენზე ქარი ღმუის, როგორც კერპნი დაცემულნი,
შენი ლოცვა გასცდა მიწას, გასცდა ცისკარს, გასცდა აისს,
გაღმა მთაზე ც
თავი 23........ ნუცამ ჩანთა აიღო მაკოცა მუცელზე ხელი გადაგვისვა მეც და ნინიკოსაც ძალიან უხაროდა ჩვენი ფეხმძიმობის ამბავი ბავშვებზე გიჟდება და წავიდა . -კიდე კაი ძვლივს არ წავიდა?(ზურა) -ჩვენც წავათ დავიღალე მეძინება(ნინი) -კაი წავიდეთ ჩემო ლამაზო(ლუკა) -აუ თქვენც მიდიხართ ტო?(ანდრეა) -რაიყო გეშინია მარტო მარიამთან?(ლუკა) -მიბრძანდი ნინი დაგვიტოვე(ანდრეა) -ნინი ჩემთან მოდის ცუნცულ ფრთხილად მარიამმა არ დაგსაჯოს ამაღამ ლუკიტომ თვალები აუციმციმა ჩემს შავთვალებას მაკოცა მანაც და ნინიმაც და წავიდნენ. -კარგად ანდრუშ -კაირგად ნინუ არ აყვე შენ შტერ ქმარს გამოგიშტერებს მაგ ლამაზ გოგოს მუცელში(ანდრეა) -კაი წავედი თორე მიპიპინებს უკვე(ნინი) -დამირეკე საღამოს(მე) -კაი მარუ(ნინი) -აუ სად გაქვთ კონიაკი ან