5ც კვერცხი,
300მლ წყალი,
მარილი.
1კგ ყველი (თუ დიდი ფორმაა დაუმატეთ ყველი)
400-500 გრ მარგარინი,
ფქვილი იმდენი რომ საშუალო სიმაგრის ცომი მიიღოთ,
კვერცხი ოდნავ გათქვიფეთ მარილთან და წყალთან ერთად, დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ კარგად, გაყავით 7 გუნდად, გააბრტყელეთ გუნდა დიდზე და წინასწარ ადუღებულ მარილიან წყალში ნელნელა ჩაუშვით, გააჩერეთ ორი სამი წუთი, ამოიღეთ საწურით და ჩააგდეთ ცივ წყალში, გაწურეთ კარგად, დააფინეთ ცხიმ მოსმულ ფორმაზე, ზემოდან მოასხით ცოტა გამდნარი მარგარინო, ასე გააკეთეთ ყველა ფენა, ორი ფენის მერე მოაყარეთ 500გრ გახეხილი ყველი, შემდეგ სამი ფენა და ისევ 500გრ ყველი და ბოლოს 2 ფენა, აქედან სულ ბოლო ზედა ფენა არ იხარშება, ძალიან არ გააბრტყელოთ თორემ დაიხევა. ზემოდან წაუსვით გამდნარი მარგარინი, დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და გამოაცხეთ 250გრადუსზე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев