ცოტა დიდი მაგრამ წაიკითხეთ, მართლა ძალიან საინტერესოა...ის ელისონის დაბრუნებაზეც საუბრობს...დარწმუნებული ვარ მისი სიტყვები გაგახარებთ <3 #Dylmas
TVLINE - ფანები შეიკვრნენ იმისთვის რომ უკან დაებრუნებინე ელისონის სიკვდილის შმდეგ. რას ნიშნავს ეს შენთვის?
C.R. - ეს თავს მაგრძნობინებს ძალიან კარგად. თინეიჯერ მგელს ძალიან ლოიალური ფანები ყავს. ისინი არასდროს წყვეტენ ჩემს გაოცებას, მათი ერთგულების დონით, გულკეთილობით და ვნებით, რომელიც მათ აქვთ. ეს მართლა გიჟურია. მე არასდროს მიმოგზაურია ბევრი სანამ ამ შოუში მოვხვდებოდი...ქალაქების უმეტესობაში ერთნაირი მდგომარეობაა და ეს მე თავს მაგრძნობინებს შეყვარებულად და განსაკუთრებულად. ეს დიდებულია. TVLINE - და როგორ მოხდა საბოლოოდ ეს დაბრუნება?
C.R. - ჯეფ დევისმა მომიყვა Maid of Gévaudan-ის ლეგენდის იდეის შესახებ და თუ როგორ უნდოდა ეს ისტორია ყოფილიყო სერიალში. და ბოლოს თქვა ,, ეს არის არჯენტების ოჯახის დასაწყისი'' და ჩემი გული ჩაიძირა ამ ყველაფერში. მე ვიყავი როგორც: ,, ოჰჰ...ეს ქმნის ერთიად გრძნობას'' და დიახ! მე გავაკეთებ ამას რაც არ უნდა მოხდეს. ვიცოდი როგორი მნიშვნელოვანი იყო ფანებისთვის მისი ( ელისონის) ოჯახის დასაწყისის ნახვა. ეს იყო აბლოსუტურად სრულყოფილი.
TVLINE - გჯერა როგორ შეიცვალა ყველაფერი მას შმდეგ რაც შენ წახვედი?
C.R. ჩვენ ვიღებდით წარსულის ეპიზოდს შაბათს და და მე ჰოლანდ ველაპარაკებოდი იმის შესახებ თუ როგორ შეიცვალა ლიდია, ოღონდ კარგი მხრით. ის რაც თინეიჯერ მგელში ყოველთვის მიყვარდა იყო ქალების სცენარი. თუ როგორ დიდიებულად არის დაწერილი მათი ნაკვთები და მომწონს ლიდიას პერსონაჟი. ეს დიდებული სანახავია მაგრამ მე ასევე ასე ვარ: ოო ღმერთო... ყველა იცვლება.. [იცინის]
TVLINE - ახლა როცა თინეიჯერ მგელს უყურებ, ხარ ნებადართული რომ თქვა რა ხდება? მე ყოველთვის ჯეფს უნდა მივმართო პასუხებისთვის
C.R. - არის რაღაცეები, რაც ყოველთვის უცვლელია თინეიჯერ მგელში, მაგრამ არის რაღაცეები, რაც ძალიან გიჟურია და მე ამაში ჯეფმა უნდა გამარკვიოს. მე ვუსმენ მის საუბარს და გაოცებული ვარ მისი ტვინის მუშაობით. ვხედავ მისი პირის მოძრაობას და მინდა მასში ვიყო თუნდაც 5 წუთით რომ თვალი მაინც მოვკრა მის ბრწყინვალებას. TVLINE - მოგეცა შანსი რომ გაგესეირნა ძველ გადასაღებ მოედანზე როცა ეპიზოდს იღებდით?
C.R. - კი! მქონდა. გადასაღებ მოედანზე შესვლა იყო შოკი ჩემთვის. ვიგრძენი რომ ყველაფერი თავიდან იწყებოდა. მათ შეინარჩუნეს ოთახების სტრუქტურა, მაგრამ შეცვალეს ინტერიერი. მე შევედი ელისონის ოთახში და ვფიქრობ ის შერიფის ოთახად გადააკეთეს. ვფიქრობდი..ის წავიდა (ელისონი).. [იცინის]
TVLINE - რამდენად რთული იყო შენთვის მერის ფრანგული აქცენტის მიღება?
C.R. - 2 კვირა მქონდა რომ მევარჯიშა ფრანგული აქცენტის მწვრთნელთან რომელიც ნამდვილად ჩემი გადამრჩენი ანგელოზი იყო. ის არის არაჩვეულებრივი და მართლაც არაჩვეულებრივია ნიუანსირებული სპეციფიკით სწავლებაში. ის ასევე გადაღებაზეც იყო...სადაც მჭირდებოდა ყოველთვის მეხმარებოდა. ეს იყო დიდი გამოწვევა და სწორედ ამის გამო მინდოდა მისი გაკეთება. TVLINE - აზროვნების დროა: თუ ელისონი გადაურჩებოდა ონის თავდასხმას, რას ფიქრობ, სკოტი და ელისონი იპოვიდნენ გზას რომ ისევ ერთად ყოფილიყვნენ?
C.R. - ოჰჰ...არის კითხვები რომლებსაც ჰეითერები მაძლევე. ვიცი, არის ერთი გუნდი ელისონი, მეორე კი კირა. მართლა, მე ვფიქრობ უნდა ეპოვნათ... TVLINE - სანამ ამ თემაზე ვართ.. შეგიძლია დაადასტურო რომ ელისონი მკვდარია? ფანებს ჯერ კიდევ იმედი აქვთ მისი ისევ გამოჩენის
C.R. - მე არ შემიძლია დავადასტურო ის რომ ელისონი მკვდარია (იცინის), არასოდეს თქვა არასოდეს...ვინ იცის..თინეიჯერ მგლის სამწარო ძალიან გიჟურია... TVLINE - აიღე რამე გადასაღები მოედნიდან როცა ის პირველად დატოვე?
C.R. - დიახ! მე ავიღე ელისონის ჩინური ბეჭედი. ვაპირებდი რომ ყელსაბამიც ამეღო, მაგრამ ის კარადაში იყო ჩაკეტილი.
პ.ს. თუ გადაიტანთ წყარო მიაწერეთ <3


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 6