თავი მეშვიდე- Brother And Sister
Evelina's P.O.V
...სკოლის შენობისკან წავედი და უცბად მხარზე შეხება ვიგრძენი, მივტრიალდი და მომღიმარი ჰარი დავინახე.
-გამარჯობა ევე
-გაგიმარჯოს, აქ რას აკეთებ?-გაკვირვებულმა ვკითხე და სკოლისაკენ გზა ერთად განვაგრძეთ.
-უი, იმ დღეს დამავიწყდა მეთქვა, რომ სკოლის დირექტორი ბიძაჩემია
-ვა, მართლა? მაგარია და რისთვის მოხვედი?
-საქმე მაქვს...- უცნაურად გამომხედა და მივხვდი, რომ სულელურ კითხვებს ვუსვამდი.
-ბოდიში, უბრალოდ ძალიან ვნერვიულობ და...-ავუხსენი და სკოლის კარებთან შევჩერდით.
-კარგი რა, რა განერვიულებს ეველინა, ყველაფერი კარგად იქნება, სკოლაა მეტი ხო არაფერი- 'ჰო სკოლა რომ არის მაგიტო არ მინდა შიგნით შეხედვაც კი', უპასუხა ჩემმა ქვეცნობიერმა.
-კარგი, მე წავალ და დღეს დაგიკავშირდები- დამემშვიდობა და სკოლის კარებში გაუჩნარდა. ერთი ღრმად ჩავისუნთქე, ნებისყოფა მოვიკრიბე და კარები შევაღე. დიდი დერეფანი, სულ ბავშვებით იყო სავსე. ყველა თავის საქმეს აკეთებდა, როგორც გარეთ. გული საშინლად ჩქარა მიცემდა. დერეფანი გავიარე და ისეთ შეგრძნება მქონდა, რომ ვინმე რამეს გადამასხავდა ან დამცინებდა. საბედნიეროდ, სასწავლო ნაწილის კაბინეტამდე დაბრკოლებების გარეშე მივედი. კარებზე დავაკაკუნე და შევედი.
-გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-გამარჯობა, მე ეველინა ჰენკსი ვარ, ახალი მოსწავლე-ვუპასუხე, თავი დამიქნია და კომპიუტერში ყურება გააგრძელა. მალევე ფურცელი გამომიწოდა და მითხრა ვინმესთვის მეკითხა სად იყო ჩემი კლასები. რათქმაუნდა არავიზე კითხვას არ ვაპირებ, მე თვითონ გავართმევ თავს. ცხირლს გადავხედე, პირველი ლიტერატურა მქონდა.
დიდხნიანი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა მივაგენი და კლასში შევედი...
მთელმა დღემ ძალიან წყნარად ჩაიარა რასაც არ მოველოდი. როგორც ჩანს, აქაურობა სხვა სხვა სკოლებს არ ჰგავს. წიგნებიც მომცეს და დავალებებიც. ყველაზე კარგი ის არის, რომ საერთოდ არაფერი არ მომხდარა.
გაკვეთილები დამთავრდა და სკოლის წინ დავდექი, ჯეიმსის დასალოდებლად. სკოლის ეზოში ჰარი შევამჩნიე ვიღაც სამ ბიჭთან ერთად იდგა და იცინოდა. არ მინდოდა შევემჩნიე, მაგრამ მაინც დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა.
-აბა როგორი იყო პირველი დღე?-მკითხა და გამიღიმა.
-არაუშავდა-ღიმილითვე დავუბრუნე პასუხი.
-გინდა დღეს სადმე წავიდეთ?- შემომთავაზა და ცუდი გრძნობა დამეუფლა.
-არა, მაპატიე, სხვა დროს იყოს-ვუპასუხე და გავუღიმე.
-კარგი, არ არის პრობლემა-მითხრა და ამ დროს ჯეიმსის მანქანაც დავინახე.
-კარგი, წავალ მე-ვუთხარი და მანქანისკენ წავედი.
-როგორი იყო პირველი დღე?-ჩაჯდომისთანავე მომეგება ჯეიმსი.
-ძალიან კარგი-ვუპასუხე ღიმილით იმის მიუხედავად, რომ სულაც არ გამოვსულვარ ასეთი აღფრთოვანებული.
-მიხარია, რომ ნელ-ნელა ეჩვევი აქაურობას საყვარელო
-მეც-გავუღიმე.
სახლში მალევე მივედით, შესვლისთანავე ჯოანა მომეგება:
-ევე, როგორი იყო სკოლა? მოგეწონა? კარგად იგრძენი თავი?- დამაყარა კითხვები და გამეცინა.
-დედა, აცადე ამოისუნთქოს-უთხრა დივანზე მჯომმა ლუიმ.
-კარგი იყო-ღიმილით ვუპასუხე.
სადილის შემდეგ ჩემს ოთახში ავედი და გაკვეთილების მომზადება დავიწყე. ცუდად არასოდეს ვსწავლობდი და ყოველთვის მომზადებული ვიყავი, მაგრამ მშობლების სიკვდილის შემდეგ, ყველაფერი გაფუჭდა. ძნელია, როცა საკუთარი სახლიც კი, რომ არ გაქვს იჯდე და კარგად სწავლობდე. ეს ბოლო სასწავლო წელია ჩემთვის და ბევრი გამოცდა მაქვს, ამიტომ მაქსიმალური უნდა გავაკეთო. რვეული გადავშალე და ამ დროს კარებზე კაკუნი გაისმა.
-ევე, შეიძლება?-მკითხა ლუიმ და თავი ნახევარად შემოყო.
-მოდი-გამეცინა და გავუღიმე.
-შეიძლება ვილაპარაკოთ?-მის კითხვაზე გული საშინლად ამიჩქარდა, შემეშინდა კიდეც. არ მინდა გუშინდელზე საუბარი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
-კი რათქმაუნდა
-მოკლედ, შენ ძალიან საყვარელი და კარგი გოგო ხარ ეველინა და არ მინდა, რომ რაიმე გაწყენინო და პრობლემა, პრობლემაზე დაგიმატო. ისედაც ბევრი სანერვიულო გაქვს დარწმუნებული ვარ. ალბათ იცი, რომ ვინც გიყვარს იმის დავიწყება ძნელია. მია, ისევ ძალიან მიყვარს და მიჭირს მის გარეშე, შენ კი ყურადღება გადამატანინე, მაგრამ ცუდად მოვიქვევი თუ გამოგიყენებ და თან, მე და შენ წესით და ძმა ვართ. მართალია ისევ შენს გვარზე ხარ, მაგრამ არასწორია მე შენ ასე გეხებოდე და გკოცნიდე. ბოდიში გუშინდელისთვის და იმ უხეშობისათვის პირველ დღეს, რომ გამოვიჩნე- ამისხნა ყველაფერი ლუიმ და ჩემი სიტყვები სადღაც გაქრა. ვერაფერი ვუთხარი. მეწყინა და მეტკინა, მაგრამ ვიცი უმიზეზოდ. ის ყველანაირად მართალია და ეს უნდა ვაღიარო. მე და ლუი, და ძმა ვართ ფაქტიურად. მე კი რაღაც სულელური გრძობები გამიჩნდა მის მიმართ. რა სულელი ვიყავი თუ ვიფიქრე, რომ რამე იყო ჩვენს შორის. მართლა ძალიან მეამიტი ვარ.
-ევე, მეტყვი რამეს?-ფიქრებიდან ლუიმ გამომიყვანა.
-ამ... ჰო, მართალი ხარ ლუი-მარტო ეს იყო რაც შემეძლო მეთქვა.
-ძალიან კარგია, რომ შენც ასე ფიქრობ. შენ ჩემი და ხარ და ისე მოგვლი და მეყვარები, როგორც ძმას შეეფერება-მის სიტყვებზე გულში სითბო ჩამეღვარა და დამნაშავედ ვიგრძენი თავი, რომ საერთოდ მის მიმართ სხვანირად ვგრძნობდი.
-რათქმაუნდა- გავუღიმე. პასუხი აღარ გამცა, გამიღიმა, შუბლზე მაკოცა და ოთახი დატოვა. ვაღიარებ, რომ რაღაც მაინც მეტკინა და მეწყინა. ვიღაცასთან მინდოდა დალაპარაკება ან დროის გატარება მაინც, ამიტომ რვეულები დავხურე, მობილური ავიღე და დავრეკე, ზარი გავიდა და ყურმილიც მალე აიღო.
-გისმენთ?
-ჰარი, ეველინა ვარ....

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев