ჩემი სახლია კუბო წყეული,
ვიცი ვიქნები მარად ეული,
ჩემთვის უცხოა ვნება და შიში,
მტაცებელია ჩემ ველურ სისხლში,
ღამეა ჩემთვის ხანა რჩეული,
მაშინ იგვიძებს ჩემში გრძნეული,
წყვდიადში ისმის კვნესა და ბოდვა,
მჩვევია სისხლით ეშვების მოსვრა,
აჩრდილთა ჯარი მიყურებს შიშით,
როცა დავცურავ მე მსხვერპლთა სისხლში,
სულთა გოდება, ცრემლი დაღვრილი,
ღამის ზმანება არის ნამდვილი,
ილუზიებსაც არ აქვს ნაპირი,
გამოგიტყდებით მე ვარ ვამპირი...