ქალი ქალიაო უთქვამთ კაცებს,
ქალსო მოფერება უნდა!
ქალი ხომ მაისის ვარდიაო
ვარდებს გაუფრთხილდეთ უნდა!
ქალი მიჯნურია, ქალი დედა,
ქალი მებძოლებს რომ ზრდიდა!
ეშმაკს არ სძინავსო ქალებს გაუფრთხილდით,
თორემ იძალადებს ჭინკა.
ქალის სილამაზე, ქალის მამაცობა,
სამყაროს აბრუნებს მარად,
ქალს რომ შეუძლია ტკივილის დათმენა,
კაცებო ნუ იყენებთ ამას !
ხშირად მოეფერეთ, ქალი ხომ სუსტია,
ყველაზე სუსტი თუ უყვარს!
ხშირად დააჯერეთ გძნობის სიწმინდეში,
ქალებს გულწრფელობა უყვართ !
ამბობენ ქალი ქალიაო,
ქალმა დამაჩოქა კაცი!
ქალი აქალეთ და ბევრჯერ დაჩოქებულს
ფეხზე დაგაყენებთ წამში.
ქალზე დაწერილა ბევრი ლეგენდები,
ქალზე იმღერებენ მარად,
ქალს რომ გააჩნია შიდა სილამაზე,
უნდა მოეფეროთ ნაზად!
ქალი ქალიაო