რაც მოგცა უფალმა უბრალოდ შეირგე,
იბრძოლე, ცხოვრება არ არის ადვილი,
სხვისი არ გჭირდება, მოძებნე შენი მზე,
და გამოაღვიძე შენს გულში აპრილი.
ბილიკი გაკვალე გულსავსემ იმედით,
იმ გზას ნუ დაეძებ სხვას რომ აქვს გავლილი,
სულის სიძლიერით დაღალე ფიქრები,
მაგრამ შენ ნურასდროს იქნები დაღლილი.
ნურავის ნურაფერს ნუ გადააბრალებ,
ეცადე, რომ იყო სუფთა და ნამდვილი,
ნურასდროს შენს გულზე ნუ გადაატარებ,
მას ვისაც დაჰყვება სიცრუის აჩრდილი.
ცხოვრება ომია, ეს კარგად გახსოვდეს,
ბევრია ამ ომში უგულოდ დაჭრილი,
ამ ქვეყნად ვერ ნახავ დაკარგულ სამოთხეს,
მიწაზე არ არის სამოთხის ადგილი.
მხოლოდ წინ იარე და წარსულს შეეშვი,
რაც იყო იყო და დღეს არის ჩავლილი,
შენს სულში აგროვე ნათელი ფერები,
არასდროს დაკარგო სიცოცხლის წადილი.
იყა