ტყუილ "მიყვარხარ"-საც კი ძალა აქვს,
ყური ისმენს და გული ნებდება!...
გული ისეთი თოთო რამაა,
გატეხვის მერე აღარ მრთელდება!...
ან მაინც,როგორ მოგენდო უმალ?!...
ან სული?!-როგორც ფოთოლზე ნამი...
რა უჩურჩულა,მას,სიყვარულმა,
არ უფიქრია არცერთი წამით!...
. . .
ხან დედამიწა მინდა გავტკეპნო,
მკვდარი ფოთლებით ზედ წავაწერო:
"ისეთი სიტყვით გულს ნუ გატეხთ,რომ
ბოდიშითაც კი ვერ დავაწებოთ!..."
ჯი ნონი.
აბა,ეს ლექსი ვის ახსოვს?...
ამ ლექსის გამო მომიტევოს ყველა ღირსეულმა ქართველმა მამაკაცმა.ეს მაშინ დაიწერა,როცა საშინლად ნაცემი ფეხმძიმე ქართველი ქალის კადრები ვნახე,რამაც ცუდად იმოქმედა ჩემზე!....
• ◇ •
მე ქართველ კაცს მინდა ვუთხრა ერთი:
"რამ შეგცვალა...რად გაგიწყრა ღმერთი!...
ქალი მუდამ მფარველს გრძნობდა კაცში,
შხამს დალევდა, შენს გამოწვდილ თასში...
ლოცულობდა?-შენს თავს ავედრებდა,
სიცოცხლესაც ბევრჯერ მსხვერპლად სდებდა...
იყო დედა,ალგეთს ლეკვებს ზრდიდა
და მათ გვერდით ბრძოლაც კი არ ღლიდა!...
ამაში რა ვაჟკაცობას ხედავ,
ქალზე ხელის აღმართვას რომ ბედავ?!...
შენ,ძლიერო!...არაფრად არ გშვენის,
ის ხომ დედა უნდა გახდეს შენით!...
ის დედიკო,თქვენს პირმშოს რომ უყვარს,
თავის ჯამში ლუკმასაც რომ უთმობ
ლამაზი გოგონა იყო..სოფელში თვალი ყველას მის რძლობაზე ეჭირა. მაგრამ ერთმა იყოჩაღა , ,,კარგი "ოჯახის შვილმა, ,,წესიერმა" ბიჭმა, თვითონაც სასურველი სასიძო იყო ... ,,გაბედნიერდა" _სიფრიფანა ,მეოცნებე გოგო ...
პირველად -როცა დალურჯებული მაჯებით მშობლებთან გადავიდა სახლში ,მამამ თვალი აარიდა ,ჩუმად გამოცრა გინება კბილებში...
დედამ მალამო მიაშველა , მალე მოირჩინე, რას იტყვიან სოფელშიო.?!..
რაღაცას უკმეხად ეტყოდი ,კაცია და გაბრაზდაო...ბებომ: ოჯახი არ დაანგრიო შვილო, მოითმინე და მოიგებო,ასეა- მოფერება უნდა კაცსაო...
ძმამ ერთი მუშტი კი შეკრა და ...მეგობარმა :აპატიე ამ ერთხელ ,უშეცდომო არავინაა ,ძალიან უყვარხარო...
_მეორედ -ორსულად იყო კიბეზე რომ დააგორა ქმარმა...
დედამთილი დაემუქრა: ხალხი