შეჩერდით! ნუ ესვრით სამშობლოს მომავალს!
ყური დაუგდეთ, უფლის ხმა დიდია,
გული რომ გვაჩუქა -- სამშობლოს გულია!
ის გული სიცოცხლის ლამაზი ხიდია.
შეჩერდით! რად გინდათ ასეთი სკამები,
უფალთან სინდისი მიგყვებათ მხოლოდ!
მილიონ ემიგრანტს ცრემლში გვაქვს თვალები,
ჩვენ ხომ სამშობლოს იმედით ვცხოვრობთ.
შეჩერდით! ნუ თრგუნავთ წყლის ჭავლით მომავალს!
სიკეთეს აუნთეთ ლამაზი სანთლები,
ამდენი სისხლის ღვრა არგინდათ გეყოფათ,
ამით სამშობლოს წაართვით ნათელი.
ვინ მოგცა უფლება შვილებს რომ უმცირებ,
ნიჭიერ თაობას დაუგდე ყური!
მიეცი უფლება, რომ მართოს ქვეყანა,
ის არის მამულის სული და გული!
შეჩერდით! არგინდათ ცემა და მუქარა!
გულები აჩუქეთ ამ ქვეყნის მომავალს,
თუკი მოცელეთ მამულის ნერგები,
როგორღა მოიმკის სამშობლო მოსავალს.
შეჩერდით! ქართველო -- ქართველს ნუ აჩოქებ!
თამარ მეფის და დავითის გენია!
შიშველი ხელებით დაიცავს სამშობლოს!
მამული -- უფლისგან ნაბოძი ძღვენია.
შეჩერდით! ვერ ჩაკლავთ გმირების სიმბოლოს,
ქართველს ხომ სულში აქვს სამშობლოს ფესვი,
დაე, მე მომხვდეს ამ გულში ის ხელი,
გუშინ რომ აღმართეს სამშობლოვ შენთვის.
შეჩერდი ქართველო! -- ქართველს ნუ იმეტებ!
ერთურთის განწირვა ჩვენ როდი გვჩვევია,
წინაპრის ხელდახელ, მორთმეულ სამშობლოს,
შვილებს ნუ უწამლავ! ის შვილიც შენია!
შეჩერდით! სინათლეს ნუ უქრობთ თვალებში,
ჩემი თვალების, შენ მოგცემ ნათელს,
მადლიან ხელებით გიშუშებ იარას,
ხელისგულებზე აგინთებ სანთლებს.
შეჩერდით! ნუ ებრძვით, ახსენეთ უფალი,
რომელმაც სიცოცხლით იმედი გაშუქა,
ვერ უძლებს ქვეყანა ამ უსამართლობას,
შვილები უფალმა სამშობლოს აჩუქა.
შეჩერდით! ჩაჰკიდეთ ერთმანეთს ხელები,
გეძახით სამება, სიონი, გელათი,
სულ წინ იარეთ მამულის შენებით,
ყური დაუგდეთ სამშობლოს მოძახილს!
შეჩერდით! არგინდათ შანტაჟი, მუქარა,
აცადე, რომ დატკბეს სიცოცხლის წამებით,
ბოლოს უფალთან რომ მიხვალთ მუდარით,
როგორღა ჩახედავთ სირცხვილით თვალებში.
მომავლის გულებში ჩათესეთ სიკეთე,
სიყვარულს აუნთეთ ლამაზი სანთლები,
რაგან ამ გრძნობას ვერ ჯობნის ვერავინ,
ის არის მომავლის და ხვალის ნათელი.
შეჩერდით! არგინდათ ცემა და დასმენა!
გულები აჩუქეთ ამ ქვეყნის მომავალს,
თუკი მოცელეთ მამულის ნერგები,
როგორღა მოიმკის სამშობლო მოსავალს.
შეჩერდით! დაფიქრდით! უსმინეთ თაობებს!
ნუ ელი, მათი ხმა დადუმდეს როდის?
იცოდეთ სამშობლოს კბილებით დაიცავს,
ღვთის ნებით🙏 წინ დიდი აღლუმი მოდის.
არწივების ასაფრენო საქართველოვ,
ლომგულების საამაყო მამულო,
ილიას და ვაჟას წიფლის საბუდარო,
ჩემი ქვეყნის საამაყო წარსულო.
დავითის და თამარ მეფის ნაფეხურო,
საქართველოვ სამოთხე ხარ ნამდვილი,
როგორ მინდა გაბრწყინებულს გიყურებდე,
როგორ მინდა ახდეს ჩემი წადილი.
როგორ მინდა ყველა შენზე რომ ფიქრობდეს,
ძლიერება მოგაწოდო ამ გულით,
როგორ მინდა რომ ყვაოდეს ყველა ვარდი,
რაც კი არის შენს მიწაზე დარგული.
როგორ მინდა არწივს ფრთები არ სტკიოდეს,
შენი დროშით რომ უფრენდეს მსოფლიოს,
საქართველო დამილოცე გევედრები.
სამშობლოში მშვიდობას ნუ მოშლიო.
💞💞
ირმა კუკულავა
2024 წლის მაისი /იტალია/
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2