იმ დღისთვის, როცა წერა აღარ შემეძლება, გიტოვებ სიტყვებს, რომელიც შენ უნდა დაამთავრო.
იმ დღისთვის, როცა სიყვარული არ შემეძლება, გიტოვებ ადამიანს, რომელიც შენ უნდა შეიყვარო.
იმ დღეს, როდესაც აღარ ვიქნები, გჩუქნი სახლს, სადაც ბედნიერად იცხოვრებ.
მაგრამ, მინდა სიტყვებს გაცილებით დიდი დრო დაუთმო. თუ ძალგიძს დაასრულო ჩემგან წარმოთქმული ფრაზა, მივხვდები, რომ არ შევმცდარვარ შენში. ნუ იფიქრებ, რომ გავალდებულებ. ეს ჩემი არჩევანია და სწორედ იმ დღეს, როცა წერა აღარ შემეძლება,დაგიძახებ, დაგიძახებ, რომ ადამიანებს შენ მოუყვე ჩემი ფიქრები და განცდები.
წლების შემდეგ, როდესაც თოვლის ფიფქები წამწამებზე დაგადნება, იგრძნობ რომ შენთან ვარ. მე გავხდები წვიმა და მზე, რომელიც მოგონებას მოგიტანს და გაგახსენდები.
მართ