მინდა სიგიჟემ აზრები არიოს
მინდა სიცოცხლე, ლამაზი თვალები
არ მივცეთ გულს ნება, გონება ჩარიოს.
მინდა სიყვარულმა მოწყენა არიოს
თავიანთ ნებაზე მივუშვათ გრძნობები
მინდა რომ ყველაფერს დაერქვას მე და შენ
მე და შენ მთლიანი სამყარო ვიქნებით.
მივუშვათ გრძნობები თავიან ნებაზე,
სიგიჟით ჩვენც გიჟურ ცეცხლებად ავენთოთ
მოდი ვისაუბროთ თვალების ენაზე,
შენს სულთან თამაშით მინდა რომ გავერთო.
მინდა რომ მე და შენ გავუსწროთ ერთად დროს,
მე, შენი სული მსურს, რომ გადავიბირო
მე შენში სიცოცხლედ შემოვალ წამოდი
თავსხმა წვიმაში სიყვარული შევფიცოთ
მივუშვათ გრძნობები თავიანთ ნებაზე..
უსიტყვოდ ვაჩუქოთ ერთმანეთს ფიქრები,
მინდა რომ ყველაფერს დაერქვას მე და შენ
და ასე მეც და შენც, ერთი ჩვენ ვიქნებით.
მივუშვათ გრძნობები თავიანთ ნებაზე,
აენთონ გრძნობები , დასახლდნენ თვალებში,
ამ ერთი გრზნობისთვის დავთმობდი სიცოცლეს,
გავცვლიდი ცხოვრებას ამ უკვდავ წამებში.
131) ფიქრის მორევში ჩაძირული რაღაცას ველი
გაუტანლობა ორპირობა კაცთა ხვედრია
შენ ხომ ჩემს გულსში იმედებით რაღაცას ელი
მაგრამ ლოდინი ჩემო კარგო არ შეგძლებია
სანთელით ხელში დაჩოქილი შენზე ვლოცულობ
ეგებ შეგინდოს ბოროტებით სავსე გაქვსს გული
ცისს კამარაზე გაბრწყინდება ვარსკვლავი ჩემი
ცოდვებისათვისს განგვკითხავს ჩვენ მხოლოდ ღმერთი
ეხლა დავრწმუნდი რომ ღალატი მართლა ძნელია
შურს შეუძლია კაცთა მოდგმა გაანადგუროს
მაშ როგორ მივხვდე ვინ ვინ არის ეხ რა ძნელია
მაგრამ ღალატს თურმე შეძლებია გაგანადგუროს.
132) ღამის ცაზე სავსე მთვარე ამოგორდა
და ლამაზად გაანათა არე-მარე,
მომენატრა შენი თბილი გამოხედვა
რომელიც მე ასე ძლიერ შევიყვარე.
ჩემს ფიქრებში შენი სახე ამოცურდა
და მე იგი სავსე მთვარეს შევადარე,
რა გგონია? იყო მათში განსხვავება?
არა, მათში განსხვავება მე ვერ ვნახე.
დავუბრუნდი შენზე ფიქრებს მე თავიდან
გონებაში შენი სახე მიღიმოდა,
ცას ავხედე, ჰოდა ჰოი საოცრებავ
ღამის ციდან თბილი მთვარე მიცინოდა.
მიცინოდა და თითქოსდა მის სიცილზე
უფრო მეტად აციმციმდნენ ვარსკვლავები.
მომეძალა შენზე ფიქრი და ოცნება,
წინ დამიდგა შენი ნაზი წამწამები
მერე ნაზმა, გრილმა სიომ დაუბერა
უყვარხარო, ჩამჩურჩულა თითქოს შენზე
მეც მიყვარხარ, დავაბარე სიოს შენთან
მენატრები და უშენოდ ვეღარა ვძლებ !...........
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев