Предыдущая публикация
კრიშტიანუ რონალდუმ "სევილიას" წინააღმდეგ ჩატარებულ 12 მატჩში 18 გოლი გაიტანა. "სამეფო კლუბში" ასპარეზობისას პორტუგალიელისგან ყველაზე მეტად სწორედ ანდალუსიური კლუბი დაზარალდა.
"სევილიას" შემდეგ რონალდუს ყველაზე მეტი გოლი "ატლეტიკოს", "ბარსელონასა" და "ხეტაფეს" (ყველას 15) წინააღმდეგ აქვს გატანილი. ბოლოს კრიშტიანუმ ანდალუსიელთა წინააღმდეგ კარდიფში ევროპის სუპერთასის მატჩში ითამაშა. მადრიდელებმა 2:0 გაიმარჯვეს, რონალდუმ კი დუბლი გაიფორმა.
პორტუგალიელმა "სანჩეს პისხუანზე" 8 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, კრიშტიანუმ ანდალუსიელთა წინააღმდეგ ჰეთ–ტრიკი სამჯერ შეასრულა: 2 "სანტიაგო ბერნაბეუზე", 1 კი "სანჩეს პისხუანზე".

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3