მართლმადიდებლობაა, მხოლოდ ის ქვაკუთხედი, რომელზე დაყრდნობითაც გადავრჩებით. უამისოდ მთელი ქვეყანა დაემსგავსება ქვიშაზე აშენებულ სახლს, რომელსაც სულ უმნიშვნელო სიოც კი დაანგრევს. ჩვენმა წინაპრებმა სისხლით და ცრემლით შემოგვინახეს ეს მადლმოსილი სარწმუნოება და განა გვაქვს უფლება, მას თვალისჩინივით რომ არ გავუფრთხილდეთ?
მართლმადიდებლობაა მხოლოდ საყრდენი ჩვენი ერის გადარჩენისა, სხვა ყველაფერი ამაოა, ცრუა, ყალბია, ჩვენს თავს ძალით მოხვეული უგუნურებაა! ამიტომაც ვიდგეთ მტკიცედ და მყარად მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე და გადავრჩებით!
ბერძენი ბერი იყო _ კირილე ლავრიოტისი (კირილე ლავრელი), რომელიც ათონის მთაზე, წმ.ათანასე დიდის ლავრაში მოღვაწეობდა. მან იოანეს გამოცხადება განმარტა _ ბოლო ჟამს ერები მოვლენ საქართველოში, ქართველი ერისაგან ისწავლიან მართლმადიდებლობას, რადგან საქართველო იქნება უძლიერესი მართლმადიდებლური ქვეყანა, რომლისგანაც ბევრი ერი განათლდებაო. აი, რამხელა მისია აქვს საქართველოს კაცობრიობის წინაშე!
... მადლიანი ქართული მიწა დედა ღვთისმშობელს თავისთვის შემოუნახავს, თავის წილხვედრად დაუდგენია და ვაი იმას, ვინც ქვეყნიერების დედის ამ სამფლობელოს თავისი ბილწი ხელებით შეეხება, მის დაგლეჯას და დანაწევრებას შეეცდება!
არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев