Предыдущая публикация
ღამემ კვლავაც გამიღიმა მალულად.
ღრუბლებიდან შემომცინა მთვარემ ჩუმად,
ქარმა კვლავაც დაუბერა ძალუმად.
შემოდგომის გრილი ღამე მომეგება,
მეც გავუღე ჩემი გულის კარები.
გავუმხილე ჩუმი დარდი რაც მაწუხებს,
შემიმშრალა ცრემლიანი თვალები.
მთვარე მაინც გამებუტა მიიმალა.
არ მაცადა მისთვის მეთქვა სათქმელი.
მერე ცელქ ქარს გავუმხილე რომ მიყვარდა,
გავატანე სიყვარულით სათქმელი.
მთვარემ ლაღად შემომცინა სიხარულით.
ქარი თმებში გამეხლართა მალულად.
ღამემ გულში ჩამიხუტა სიყვარულით,
ჩუმი დარდი სიყვარულმა დატბორა...
16.09.2018
მზია კაპანაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев