Astra-ს რაკეტა გაშვებისას საყრდენიდან გადმოცურდა - VIDEO
Astra Space-ის რაკეტა გაშვების დროს საყრდენიდან გადმოცურდა. ამის შესახებ გამოცემა Space წერს.
მისია, 28 აგვისტოს, კოდიაკში, ალასკაში იყო დაგეგმილი. მისი გაშვებისას ძრავის გაუმართაობის გამო, რაკეტა საყრდენიდან გადმოცურდა და ნელა გაემართა ორბიტისკენ.
საბოლოოდ LV0006-მა გარკვეულ სიმაღლეზე ასვლა შეძლო, თუმცა საბოლოო ჯამში, ფრენა წარუმატებელი აღმოჩნდა. ფრენის დაწყებიდან ზუსტად 2 წუთისა და 28 წამის შემდეგ იგი უსაფრთხოების ეკიპაჟმა შეაჩერა, როდესაც შეამჩნიეს, რომ რაკეტის ნაწილი მისგან გამოცალკევებული იყო. რაკეტამ დაახლოებით 50 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია და დედამიწაზე დაზიანებების გარეშე დაეშვა.