მყოფადით ნაჭდევ იარიდან სისხლი მოწვეთავს,
მზისკენ სავალი ბილიკები აღარსად მოჩანს,
მრე ბედი ისევ ათამაშებს ეშმას ცივ მზერას,
საწუთრომ მხრებზე შემოისხა სიკეთის გმობა.
ღმერთო!...რამდენი მილოცია,-გადასარჩენად,
რამდენი ღამე მითევია ფიქრებთან კვნესად,
ეს მთა და მდელო შენი მადლის წილნაყარია,
კვლავ გევედრები მომავლის მზე აანთე რწმენად!...
უფსკრულებს ნისლი მოაცილე,-გზის გასაყარზე,
ალგეთ ლეკვებმა რომ გადადგან ნაბიჯი მყარად,
უსასრულობას ნამსხვრევებად უქციე ღამე,
ყვავ-ყორნებს ბინად მიუჩინე ცივი აკლდამა...
ფერად ფერებთან შეახამე სამშობლოს ზეცა,
გააშლევინე მხრები ფართოდ,-ასუნთქე ლაღად,
კაშკაშა მზეში,მზე ჩაწანი,-მის სულის ფეთქვად,
ნუ დაგვიტოვებ ნაოცნებარს,მხოლოდ ღაღადად!...
დ.კ. 09.09.2015წ


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев