Предыдущая публикация
მეგობრობა?!...მე მკითხეთ
და გიპასუხებთ,
სიცოცხლის წვეთს,მჩუქნის
მარად უკვდავებად,
სუნთქვად მჩუქნის,თეთრ
ქათქათა ქრიზანთელებს,
მეგობრობა მზედ მინთია,
ჩაუქრობლად....
მათ გარეშე ჩემი ყოფა
ჩანაცრდება,
ღამე ბნელი გარიჟრაჟად
არ იქცევა,
უფალს შევთხოვ დამილოცოს
ყველა ერთად,
ერთგულების ლაღი ფრთების
დიდ იმედად.
მათით ვსუნთქავ,მკერდში გული
მათით მიძგერს,
რუდუნებით ვუფრთხილდები
მათ გულისხმას,
სიხარულით რომ მივყვები
აღმართს ცისკენ,
მეგობრობის სიყვარულმა
მომცა ძალა!...
დ.კ.24.01 2015წ


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 8