დაგინახე და პირველი აზრი,რამაც იმ წამს გამიელვა თავში,ის იყო , რომ, მე დავიწყე ნატვრა,გული ჩემი, შენი ცქერით დათვრა. მე სამყაროს გაჩუქებდი იმ დღეს,დავითვლიდი შენთან მოსვლის წამებს,ყველა სხვა გზას, მოვრკალავდი შენსკენ,დღის სინათლეს, გადავცვლიდი ღამედ. რომ მქონოდა უფრო მეტი შანსი,რომ მქონოდა, უფრო მეტი ღამე,უსასრულოდ გიყურებდი მძინარს,ამის მეტი, განა გთხოვე რამე? დაგინახე, და იმ დღიდან იცი?თავი ვეღარ მოუყარე დარდებს,ბიჭი ვიყო, არ გაცლიდი წასვლას,მოგართმევდი, ფერად-ფერად ვარდებს, მაგრამ, ვაი, ჩვენში ბიჭი შენ ხარ,მე კი მქვია, საოცარი გოგო,არ ვთაკილობ, სიგიჟეებს არა.....თუ გერქმევა, სიტყვა ''ჩემი'' ოღონდ!!! მოგიწყობდი ფეირვერკებს ღამე,წვიმის ხმაში ავაწყობდით ტანგოს,შენ რომ იყო, დღეს ჩემს გვერდით, ალბათყველა საქმეს, აუღებდით ალღოს. მენატრები, მე რომ გითხრა ახლა,იფიქრებ, რომ გიჟიაო ''ნენა'',კარგად არ მცნობს, ვენატრები უკვე,რომ გამიცნობს, რაღას იზავს ნეტა? გაგიცნობ და გავგიჟდებით ერთად,სულ ტყუილად არ მიცდია წლები,დაგინახე და ვიგრძენი იმ წამს,რომ დღევანდელს ცხოვრებაა ველი. ვერ გაგიშვებ, მაპატიე იცი?ამ წუთისთვის მე სიცოცხლე მიღირს,ერთხელ მაინც მოტრიალდი უკან,დაინახავ,ახლა როგორ მიჭირს. ვიშველიებ, გენიალურ ფრაზებს,ეს შეხვედრა, ამ სიტყვებად ღირდა,შენთან ერთად, დაძინება არა,შენთან ერთად გაღვიძება მინდა!!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев