გზაში მათხოვარმა ხელი გამიწოდა დამეხმარეო მთხოვა, ბინძურ სამოსში თავი ჩამალა და თხოვნას მოაყოლა ოხვრა. მცივა ვკანკალებო, მშია მაჭამეო,იქნებ არ დაგრჩეო ვალში, ზურგს ნუ შემაქცევო, ოჯახს მილოცავდა, თვალს არ მისწორებდა თვალში, მე კი უტიფარი მზერა გავაყოლე გულზე არ დავუშვი თხოვნა, რადგან ძნელი არის ამდენ მათხოვრებში, ნამდვილ მათხოვარის პოვნა, მერე ეკლესიის ხათებს მივაშურე ლოცვას ვჩურჩულებდი გულში, უცებ უხილავი ხმები შემომესმა, რაღაც ჩამჩურჩულებს ყურში. უფლის ხელი ვიგრძენ მხრებზე შემეხო და შიში შემეპარა ხმაში შენ რომ იმ მათხოვარს თავი აარიდე ის მე ვიყავიო მაშინ. სული შემეკუმშა,გული დამეხშო და სისხლი გამიჩერდა ძარღვში, ასე გამომცადა გზაში უფალმა და ცოდვა დამანახა წამში....!!!