* * * * * * * *
მოსაღამოვდა. ყველაფერი თითქმის მზად იყო, მუშებმა გააკეთეს დეკორაცია. აკაში და ენქეი კამათობდნენ იმაზე თუ რა იქნებოდა არნავის საჩუქარი მისი მეუღლისათვის. ბებია, მანორამა და მისი ქმარი ერთად იხსდნენ და ლაპარაკობდნენ იმაზე თუ როგორ ცხოვრობდა ამერიკაში ბიძია.
ანჯალი არნავის საჩუქარს ფუთავდა.
პაიალი ალამაზებდა მის დას, მისთვის ულამაზესი სარი აერჩია, წითელი ღვინის ფერი, რომელიცლერწამივით სუსტ კუშის ძალიან უხდებოდა. ასევე უხდებოდა ვერცხლის სამკაულები, მაგრამ ცაზე მიმოფანტული ვარსკვლავები მის სილამაზეს ავსებდა. მისი გრძელი თმა პაიალმა ჩაწნა და აი კუში მზად იყო.
<<პაიალი>>
შევხედე ჩემს და ის წარმოუდგენლად ლამაზი იყო.. მისი სილამაზე კი ივსებოდა მისი სულით, მისი სიყვარულით და სიკეთით.
- დღეს საოცრად გამოიყურები კუში. მოდი ყოველ დღეს ასეთი იყავი.. , - ჩავეხუტე ჩემს დას და სიხარულის ცრემლები გადმომცვივდა. - ძალიან მიხარია რომ შენს გვერდით ისეთი ადამიანია, როგორიცაა არნავი...
მან არ დამასრულებინა..
- და მე ბედნიერი ვარ, რომ აკაშისნაირი სიძე მყავს.
- კუში! რძალო პაიალ, ნანავი მოდის! - ოთახში შემოვარდა შეშინებული ენქეი და დახურა კარი.
- ნანი, რა მოხდა? - კუში შეშინებული უყურებდა მას და ცდილობდა დამშვიდებულიყო.
- კუში, მე და აკაში შევთანხმდით რომ არ დავუშვებდით ნანავს ცერემონიის დაწყებამდე ენახე, მაგრამ ნანავმა არ გვისმინა.
- მოგვისმინა! - მე და კუშიმ ერთდროულად შევუსწორეთ ენქეის სიტყვა.
ამ დროს კარზე ვიღაცამ დაარტყა. თუ ვიმსჯელებთ კარის შუშაში არეკლილ სილეუტზე, ეს არნავი იყო.
- რა ჯანდაბაა? ენქეი, გააღე კარი! - მან დაიწყო მუშტების რტყმა კარზე.
- არა, ნანავ.. თუ კარს გავაღებ მაშინ კუშის დაინახავ.
- და როგორ ფიქრობ შენს აზრს გავითვალისწინებ? - მგონი ცოტათი გაბრაზებული იყო არნავი და კარი ნამდვილად ვერ გაუძლებდა.
კუშის გავხედე. საწყალმა არ იცოდა რა გაეკეთებინა. დაემალა ენქეი და არნავისთვის კარი გაეღო თუ დალოდებოდა როდის დალეწავდა კარს არნავი. პირადად მე მივედი მესამე ვარიანტამდე, გადაგვერჩინა უდანაშაულო კარი და ენქეი უფრო გაბედული ყოფილიყო.
მიუხედავად იმისა რომ კუში შოკურ მდგომარეობაში იყო, გადავწყვიტე ტერასის გავლით ქუჩაში გამეყვანა. რადგან ისე შემოსულიყო სახლში.
- დაიკო, რას აკეთებ? - იმ მომენტში ეს კითხვა სასაცილოდ ჟღერდა.. - სად მიმათრევ?
- კუში, უბრალოდ წამოდი.. - მოკლედ ვუპასუხე. უბრალოდ მინდა ამ მშვენიერი საღამოთი დამტკბარიყო.
- ზოგჯერ ვფიქრობ რომ ამ სახლში ყველა დაინფიცირებულია არნავის საიდუმლოებებით.. - ჩაილაპარაკა კუშიმ და უკან გამომყვა. ეს ჩემზე თქვა.
კიბეებზე ჩავედით და მიმოვიხედე გარშემო, არაფერი ჩანდა. სრული სიბნელე იყო მაგრამ მთვარის შუქზე მაინც ჩანდა ხეების ჩრდილები.. უცებ კუში მოვიდა ჩემთან..
- დაიკო, იქ ვიღაცის ჩრდილი დავინახე - კუშიმ განიხილა შანტივანის ბნელი ნაწილი.
- არაფერია.. - კუშის მოვკიდე ხელი და შევიყვანე სახლში.
ბავშებოოო აი მეექვსე თავიცცც იმედია იაქტიურებთ არ ვიცი დღეს კიდე თუ მოვახერხებ შემოსვლასს, როცა ღამით სახლშ დავბრუნდებიუ და თუ ძაან არ ვარ დაღლილი შემოვალლლ, მაგრამ ვერაფერს დაგპირდებით, ამიტომ გთხოვთ ნუ შეწყვეტთ აქტიურობას თუ ამ თემას ბევრი ,,ლაიქი ექნება" შემოსვლისთანავე და ვდებ მეშიდე თავსსს. იაქტიურეთ!!!
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1