* * * * * * *
<<ენქეი>>
მადლობა პაიალს რომ მან გაიყვანა კუში ოთახიდან, ახლა ვერცერთი ვერ ნახავს როგორ დახატავს არნავ სინქ რაიზადა ნახატს სახელწოდებით " ენქეის ბოლო დღე".
- ენქეი, გააღე კარი.. არაფერს არ დაგიშავებ. - ხმა თითქოს მაიმედებდა, მაგრამ ნანავი როდესაც დაინახავს რომ კუში ოთახში არაა ყველა დაპირება წარსულს ჩაბარდება.
- კარგი ცდა იყო ნანავ, მაგრამ მე გიცნობ და ვიცი რომ ჩემგან ჩაშუშულს გააკეთებ. - ნანავი წუთით გაჩუმდა ალბათ ცდილობდა ჩემს დასაყოლიებლად სხვა ხერხი მოეფიქრებინა.
გავიჭყიტე გასაღების ხვრელში და დავინახე ნანავი. ღრმად სუნთქავდა, შედეგ თავი გააქნია.. რამდენიმე წამის შემდეგ აღარ ჩანდა.. მაშინ გავაღე კარი და ნელი ნაბიჯებით გავედი გარეთ. ორი ნაბიჯიც რომ გადამედგა კიბეებთან ვიქნებოდი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, სად წავიდა ნანავი?
მიმოვიხედე მაგრამ არსად იყო, ის უცხოპლანეტელებმა ხომ არ წაიყვანეს? სად არის? უკეთესია ვიფიქრო იმაზე, რომ ახლა აღარაფერი მემუქრება.
ჩავედი კიბეებზე, მისაღებში უკვე დაეწყოთ ხალხს შეგროვება. დეიდა გარიმა ესაუბრება ანჯალის, ნანავი ომპრაკაშს რაღაცას ეკითხება, აკაში კი კუშისა და პაიალის მამიდა ესალმება.
იმედია ის ვერ მხედავს, მას კვლავ უნდა ცოლად გამომყვეს. ღმერთო გადამარჩინე ამ ქალისგან, მე მზად არ ვარ სერიოზული ურთიერთობისთვის მამიდა მადჰუმატთან.
წარმოვიდინე კვლავ ჩვენი ქორწილი, როგორი ბედნიერი ვარ ამ დღეს და როგორ ვამბობ თანხმობას მასთან ქორწინებზე.
- არაააააააააააააააააააა !
ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მან კი არა ყველამ შემნიშნა და გაოცებულები იყვნენ ჩემი საქციელით. დავინახე როგორ წამოვიდა მამიდა ჩემკენ.. სასრაფოდ უნდა მოვშორდე ამ ადგილს, წავალ ოთახში, ან სხვა ქალაქში, ან მთვარეზე ოღონდ მისგან შორს. არასდროს ვიქორწინებ მასზე. არასდროს!
შევვადი პირველივე ოთახში და ჩავკეტეე შიგნიდან. დაწყნარდი ენქეი, ყველაფერი კარგად იქნება. არავინ წავა შენი სურვილის წინააღმდეგ და არავინ დაგაძალებს ქორწილს.
- რატომ ხარ ასეთი შეშინებული ? - სარკასტული ღიმილით მკითხა ნანავმა. ნანავი? რას აკეთებს აქ?
მიმოვიხედე გარშემო და მივხვდი რომ ეს ნანავის და კუშის ოთახი იყო. ღმერთო, ახლა გადამარჩინე.
<<კუში>>
დაიკომ შემიყვანა ოთახში, იქ, სადაც თითქმის ყველა სტუმარი შეკრებილიყო. დედა და მამა რაღაცაზე ესაუბრებოდნენ ანჯალის. დეიდა დაწუხრებული იყო, ალბათ ენქეის წეღანდელი საქციელის გამო. გავიგე მისი ყვირილის ხმა.. იმედი მაქვს რომ არნავისგან მას აკაში გადაარჩენს.
- კუში, დღეს ულამაზესი ხარ. - მომიახლოვდა დედა მამასთან ერთად, რომელიც კვლავ ეტლში იჯდა. დავიხარე მის ფეხს შევეხე და შემდეგ ძალიან მაგრად ჩავეხუტე. - მოდი ყოველიდღე იყოს ისეთი როგორიც არის დღეს. ყოველდღე ვთხოვოთ ღმერთს რომ ყოველთვის ერთად ვიყოთ.
მოვწმინდე დედას ცრემლები და ჩავეხუტე კიდევ ერთხელ.
მამა ინდა გაღიმებული და ცრემლებს ვერ იკავებდა. როდესაც მის ფეხს შეხევე მან ხელი თავზე დამადო.. ეს ხომ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ახლა უფრო მეტად ბედნიერი ვიყავი და გულშიც რაღაც სიმსუბუქე ვიგრძენი, როდესაც დედამ მითხრა რომ მალე მამა სრულიად გამოჯამრთელდებოდა და ლაპარაკსაც შეძლებდა. მე ხმას ვერ ვიღებდი და უბრალოდ ვტიროდი სიხარულისგან.
***
მოვიდა ტორტის გაჭრის დროც. დაიკომ შემოიტანა სამ დონიანი ტორტი, რომელიც ყვავილებით იყო გაფორმებული. ჩემი აღტაცება ფარგლებს სცდებოდა. ყველა ჩემგან ფარულად გეგმავდა ამ საღამოს.. ალბათ ამიტომ მიმანიშნა ნანიმ რომ საკუთარი დღესასწაული თავად არ უნდა დამეგეგმა.
ახლა ყველაფერი მაქვს რაზეც ვოცნებობდი. ჩემს გვერდით დგას ჩემი საყვარელი ადამიანი, რომელსაც ჩემთან ხელი აქვს ჩაკიდული. რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ჩემი მშობლები გაღიმებულები არიან, მათ გვერდით დგას ბებია, ბიცოლა და ბიძია, ანჯალი და ენქეი, პაიალი და აკაში. ვაფასებ თითოეულ მათგანს, რომლებმაც გული ამივსეს სითბოთი, ბედნიერებით და სიხარულით..
ეს წელი მართლაც უბედნიერესი იყო. გამიმართლა, რომ მერგო ყველაზე დიდი განძი - არნავი. არ მჯერა რომ ასეთი იღბლიანი ვარ. ახლაც კი, როდესაც ტორტი გავჭერით უწინდელივით ვგრძნობ რომ მუცელში პეპლები დაფრინავენ. ყველა აზრი არეული მაქვს თითქოს ერთი წელი კი არა ერთი დღეა რაც მასთან ვარ.
ტორტის პატარა ნაჭერი არნავმა თავისი ხელით მაჭამა, მას არ დავაძალე ეჭამა რადგან მისთვის ასეთი ტკბილი არ შეიძლება. მაგრამ.. მე მაინც ვერ მოვითმინე და ძალიან პატარა ნაჭერი ვაჭამე. როდესაც არნავმა ცოტა შეჭამა, მთელს სახლში გაისმა ტაშის, სტვენის და შეძახილების ხმა. შემდეგ კი ყველამ დაიწყო ცეკვა, მათ შორის მეც და არნავმაც.
***
ყველა სტუმარი მხიარულობს, ცეკვავს და იზიარებს ჩემი და არნავის ბედნიერებას.
დაიკომ დამიძახა და მთხოვა კიდევ მეცეკვა, მას უარს ვერ ვეტყოდი მაგრამ მაღალმა მუსიკამ თავი ამატკივა. ფეხები კი ისე მტკიოდა თითქოს მათზე მძიმე ტომარა იდო. ეს არასდროს დამმართნია, ჩემი დისთვის დავიწყე ცეკვა . მაგრამ მალევე ვინანე. თავი ცუდად ვიგრძენი, თავის არეში უფრო მეტად ამტკივდა და ხელები დამიბუჟდა.. როგორც ჩანს, დაიკომ შენიშნა კარგად რომ არ ვიყავი.
- კუში, კარგად ხარ? - მკითხა პაიალმა.
- დიაკო, ცოტა თავი მტკივა... - ფეხებში ძალა მერთმევოდა. მთავარი ის იყო რომ არნავი ვერ მხედავდა.
- კუში, წავიდეთ ოთახში.. - პაიალი უფრო მეტად იყო შეშინებული ვიდრე მე. შემდეგ დაიწყო ჩემი ყურების სრესვა.
- დაიკო, გთხოვ არაფერი უთხრა არნავს, მისი საქციელი ნამდვილად არ იქნება კარგი. - გაუგებრად ვუთხარი პაიალს.
- წავიდეთ ოთახში. - პაიალი თითქმის მიმათრევდა სტუმრებს შორის. გასაკვირია, რომ არავინ შემნიშნა.
ახლა კიბე ჩემთვის იყო ნამდვილი ტანჯვა. ფეხები არ მემორჩილებოდა და თითქმის ვერ დავდიოდი. საიდან აქვს პაიალს ამხელა ძალა რომ მე ისე მიმათრევს თითქოს ბუმბული ვიყო.
საბოლოოდ შევედით ჩემს ოთახში. პაიალმა დამაწვინა საწოლზე და თმა გადამიწია. ვიწექი თვალებდახუჭული და მტკიოდა ყველა ორგანო, სხეულის ყველა ნაწილი. თავი ასე ცუდად არასდროს მიგრძვნია.
- კუში, წყალი დალიე. - მაგრამ წყალი უკეთ არ გამხდის. ახლა ჭამა მომინდა, ცხოვრებაში პირველად მომინდა, რომ მჟავე მეჭამა.
- დაიკო, ლიმონი მომიტანე. - ვთხოვე პაიალს, რომ შეესრულებინა ჩემი უცნაური თხოვნა.
ჩემი ტვინის რაღაც ნაწილი მიხვდა რომ არასდროს მიყვარდა მჟავე და ახლა ? ახლა მომინდა მჟავე საკვები.
- კუში, კარგად ხარ? - პაიალი გაკვირვებული იყო ჩემი თხოვნით.
- გთხოვ დაიკო, ძალიან მინდა. - ხმა უფრო გამიძლიერდა რადგან საშინლად მინდოდა ლიმონი.
დახუჭული თვალები როდესაც გავახილე დავინახე დაიკოს გაბრწყინებული სახე. ის იყო ბედნიერი , გაკვირვებული და ამავე დროს შეშინებული. თანაც სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
- რა ხდება? - გამიკვირდა, შესაძლოა მან გადაწყვიტა რაღაც გამეხუმროს?
- კუში, ბოლოს როდის გააკეთა ტესტი.....
გავაწყვეტინე მას.
- დაიკო, მე რადგან ლიმონი მინდა არ ნიშნავს რომ.. , - ბოლო სიტყვა ვერ ვთქვი, ძალიან ბევრი რამ გამოვიარე ამასთან დაკავშირებით.
- ესეიგი იმიტომ მთხოვ ლიმონს რომ დაიღალე? - პაიალს თვალებში ნაპერწკლები აუთამაშდა. - მოდი კიდევ ერთხელ შეამოწმე, არ მოკვდები ამით..
- დაიკო, მე .. - პაიალმა გამაწყვეტინა.
- არაფერი არ ვიცით, წადი და შეამოწმე.
არჩევანი არ მქონდა, ავიღე მაგიდის უჯრიდან ფეხმძიმობის ტესტი და შევედი აბაზანაში. ვიცოდი ეს მნიშვნელოვანი დღე გაფუჭდებოდა.
დავიცავი ყველა ინსტრუქცია, რომელიც უკვე დაზეპირებული მქონდა. ახლა კი მეშინოდა შედეგის ნახვა. ათასი პროცენტით დარწმუნებული ვარ რომ მე არ ვარ ფეხმძიმედ და წინასწარ ვტიროდი. თვალები დახუჭული მქონდა და ჩემს თავს ვამხნევებდი.
*კუში აიყვანე თავი ხელში, ეს უბრალოდ ტესტია, გაახილე თვალები..*
ერთი..
ორი...
სამი..
გავახილე თვალები, მაგრამ კვლავ მეშინოდა.. ორი წამის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა.. არა!
არ მჯერა რომ ეს სიმართლეა.....
გავაკეთე ორი ტესტი .. ორივემ აჩვენა რომ ...
- იაქტიურეთ და მერვე თავსაც დავდეებბბ
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев