დედა ვარ...
**************************
დედა ვარ, ქვაზე და რკინაზე ძლიერი,
შვილების გულისთვის კლდეს შევეჭიდები,
ავიტან, მოვითმენ, ვიქნები მშიერი,
სანამ სული მიდგას, ჩემ შვილებს ვჭირდები.
დედა ვარ, ლომივით ვისწავლე "ღრიალი,"
ჩემ ჯიშს და მონაგარს კბილებით დავიცავ,
ვიბრძოლებ, სანამდის ჯანი მაქვს მთლიანი,
მიწაზე დაცემას ვერასდროს ავიტან.
ყოველი ცრემლი და უძილო ღამენი,
ბალიშზე ნაგროვებ სევდად რომ აწვეთავს,
ეს დედის ცრემლია, თვალებზე ნადენი,
გულში რომ იდუღებს ცხელ სისხლად ნაწვეთარს.
დედა ვარ, არწივის ძლიერი ფრთებით და
შვილების დასაყრდენ ძალად და იმედად,
ტაატით გატარებთ დაღლილი მხრებით და
გავუძლებ, თუ ჩემი სიცოცხლე გჭირდებათ.
გახსოვდეთ! წყალში ნუ ჩამიყრით წვალებას,
დედაა, ვინც შვილებს სიცოცხლეს დაუთ
ბევრჯერ აგატირებს განსაცდელი,
ჩვენი ცხოვრება ხომ თამაშია,
პირით სათქმელი და დასაცდენი,
არ სთქვა, სულის ძალაც ამაშია.
ზოგჯერ ვარამსაც ვერ გაგიგებენ,
ირგვლივ ქაოსი და ტალახია,
ხანაც ფიანდაზებს დაგიგებენ,
იტყვი, ეს ცხოვრება ვაგლახია.
თვალში შეგაყრიან ნაცარს, მერე,
ტყუილს მართალივით მოსდევს ფიცი,
რა მოხდა, თუ ისიც დაიჯერე,
გულში სიმართლე ხომ უკვე იცი.