ჩემი ცხოვრება ერთ წამში შეცვალეს. ხელიდან გამომცალეს ყველაფერი რაც კი გამაჩნდა, მისი ნახვის შანი დამიკარგეს. ყველა მის მიმართ გაჩენილი იმედი დამიმტვრიეს, ფეხქვეშ გამითელეს არარაობად მაქციეს,, ჩემგან წაიყვანეს, მე კი რა დამიტოვეს სევდა და ტკივილი. ლოდინი იმ ერთადერთისათის რასაც სიყვარული ქვია.. ლოდინი რომელიც შეიძლება არასოდეს აგიხდეს. ტკივილი ტკივილად დაგირჩეს, სევდა არ გაგიქრეს, არც დადრი დაგელიოს, შიგნიდან შეგჭამოს გაგაცამტვეროს.. არაფრად ჩაგაგდოს, ზედ გადაგიაროს, მხოლოდ წლების მერე მიხვდე რომ უბრალოდ იცხოვრე, რომ კვალი არ დატოვე არავითარი შენი შვილისათვის, შენი სიყვარულისათვის,, რომ ვერაფერი გააკეთე რითაც თავს მოიწონებდი სიბერეში...
შენს მეორე ნახევარს ვერ ჩახედავდი თვალებში და ვერ ეტყოდი რომ გიყვარდა. რომ მის გვერდით დაბერება ყველაზე ლამაზი საჩუქარი იყო ღმერთისაგან ბოძებული....
ვიჯექი და არ მესმოდა არაფერი, არც მათი ხმა, არც ჩემი ხმა. მხოლოდ მტკიოდა. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს გულს მაგლეჯდა ვიღაცა და თან მიჰქონდა. თითქოს სათითაოდ მაწყვეტავდნენ ნერვებს და ჩემი სიყვარულის ამოთხრა უნდოდათ... მხოლოდ ვტიროდი, უხმოდ და უსიტყვოდ ვტიროდი... თავს უსუსურად ვგრძობდი, მის თვალებს ვერ ვხედავდი. მისი ხელები არ მეხებოდა...
- მეც წამოვალ, დიდი ხნის ლოდინის მერე ძლივს ამოვღერღე და ეკას შევხედე..
- რას ამბობ შვილო, გინდა გადამრიო?
- შენს მშობიარობამდე 2 თვეღა რჩება , სად უნდა წამოხვიდე, იქ მხოლოდ მე და გიორგი წავალთ. ყოველ დღე დაგირეკავთ და გეტყვით მის ამბავს..
- ძალიან გთხოვთ არ წამართვათ რა.. არც კი იცით რა ხდება ჩემს გულში..
- მარიამ მისმინე- საუბარში გიორგი ჩაერთო.. ეს ერთადერთი შანსია მისი გადარჩენის.. ეს შანსიც უნდა გამოვიყენოთ , რომ საკუთარ თავს არ დავაბრალო შვილის სიკვდილი. დარწმუნებული ვარ გეგაც იგივენაირად მოიქცეოდა..
- კი მაგრამ გერმანია შორია, ძალიან შორია.. მოვკვდები მის გარეშე...
- ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვზე იფიქრე.საფრთხეს ნუ შეუქმნი მარიამ...
- როდის მიდიხართ?
- გეგა უკვე გადააფრინეს, ახლა მე და ეკა წავალთ...
- დამშივიდობებაც არ მაცალეთ.. ხელიდან ისე გამაცალეთ, ვერ ვუთხარი როგორ მიყვარს.. არ მაცადეთ მეთქვა რომ მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ. რომ ჰაერი მეცოტავება ვერ ვუთხარი...
**
სევდამ დამიმარტოხელა, დარდმა გული დამიგლიჯა, ტკივილისიგან საუბრის სურვილიც კი წამერთვა. ხანხადან როცა ისტერიულად მეწყებოდა მისი მონატრება მხოლოდ მაშინ ვტიროდი და ჩემს დამშვიდებას ვერ ახერხებდნენ... არაფერი იცვლებოდა, ის ისევ კომაში იყო, მე ისევ მარტო ვიყავი.. ჩემს ყოველ დაყვირებაზე კი ჩვენი პატარა მოძრაობას წყვეტდა..
ყოველ ღამე ვესაუბრებოდი მის სურათს, ჩვენს შვილზე ვუყვებოდი. რომანტიკოსად ვიქეცი თუ შიზოფრენიკად რთული გასარჩევი გახდა.. ყველა ჩემს გამო ნერვიულობდა.. მე კი ამას ვერც ვამჩნევდი.. ყოველ ზარზე მეგონა რომ ის იყო , ყოველ ფეხის ხმაზე გიჟივით გავრბოდი კიბეებზე, მერე როცა იმედები მიცრუვდებოდა დიდი ხანი ვტიროდი, მანამ სანამ გულს დარდი არ მოეშვებოდა..
არ ვიცი უფალმა ასე რატომ დამსაჯა, განა რა დანაშაული მქონდა ასეთი. ალბად ჩემი მშობლების ცოდვების გამო ვისჯებოდი, და აი შედეგად რა მქონდა. ნერვიული აშლილობა და უძლიერესი ემოციური ფონი.. მის გარეშე ადამიანს აღარ ვგავდი.
მალე გაზაფხული დადგებოდა, ხეები ყვავილობას დაიწყებდა ჩემი გული კი არასოდეს გაიშლებოდა. ყოველ დღე ვრეკავდი და ყოველ დარეკვაზე ვიღებდი ერთი და იგივე პასუხს... ეზოში ვიჯექი და ფიქრებში გართული ვუყურებდი მთვარეს...
მოულოდნელად ვიგრძენი გვერდით ვიღაცის მოახლოვება და გული გადამიქანდა, ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე და ვატოს გავუღიმე..
ალბატონო მარიამ, ცუდად ხართ არა?
- ხო ვატო, ძალიან ცუდად ვარ. როგორ გგონია გეგა მალე გამოიღვიძებს?
- რა თქმა უნდა. იცი რა ძლერია?? ერთხელ სასიკვდილოდ დაჭრეს მაგრამ გადაურჩა, ერთხელ ჩემს გამო მოუვიდა ჩხუბი, და მაშინაც გადარჩა.. ის ყველაზე კარგი ადამიანია..
- ვიცი, მაგრამ რატომ არ მოდის.. ხედავ ახლა მე და შენ ვზივართ და ვლაპარაკობთ..... იმედი გვაქვს რომ მოვა და მე მჯერა ამისი...
- მეც მჯერა, ზუსტად ვიცი რომ მალე მოვა. ისევ ისე ვიქნებით როგორც ადრე..
- უფალმა გისმინოს ვატო, თორემ მეც და ჩემი პატარაც ამ მლოდინში დავილიეთ..
**
ცხოვრება ულმობელი რაღაცაა, ხან სიხარულით გვათამამებს და დარდში გვახრჩობს.. ჩვენით თამაშობს და ჩვენს მარიონეტებივით მისი მონები ვხდებით...აბუჩად გვიგდებს გრძნობებს გვინელებს ან გვიმძაფრებს და ბოლოს უმეტესად უშედეგოდ ვრჩებით..
„როდესაც ცხოვრების ერთი კარი იკეტება აუცილებლად მეორე იღება, მაგრამ ხანდახან ამ მეორე კარის გაღებას ვერ ვხედავთ, გულში ვიკლავთ ტკივილს და სევდას, გასაქანს არ ვაძლევთ ბედნიერებას.. არ ვაძლევთ უფლებას გაშალოს ფრთები, დაგვანახოს რონ ცხოვრება გრძელდება რომ ადამიანი შეცდომებით ცხოვრობს და ამ შეცდომებით მიდის წინ..“- სწორედ ამ ფიქრის იმედად გავუღე ჩემს სიყვარულს კარები და შედეგად მწარე რეალობაში აღმოვჩნდი რომელმაც მთელი ცხოვრება დამინგრია, ხშირად ვფიქრობდი რა აჯობებდა გეგას ცოლობაზე უარი მეთქვა და მამაჩემი მოეკლათ თუ ის გარემოება რაც ახლა ხდებოდა.. ორივე შემთხვევაში დამნაშავე მე ვიყავი, ერთი გამონაკლისით მამა გადავარჩიე , საყვარელ ადამიანს კი საკუთარი ხელით გამოვუტანე განაჩენი... არ შემეძლო მისი დახმარება, მისი ხმის გაგონება, მისი დანახვა და შეხება...
**
გაზაფხულის მოსვლა ჩემმა ბიჭუნამ ქვეყნად მოვლენით მამცნო, მისი პაწაწინა თითები სახეზე შემეხო თუ არა უმალ დამავიწყა ყველა ტკივილი, მაგრამ ამავდროულად სევდა გამიასმაგა. რა იყო ქალის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთები- შვილის დაბადება და საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა.. პირველის განცდა მქონდა მაგრამ მეორის არა. როგორ მინდოდა ამ ცუდი სიზმრიდან მალე გამომღვიძებოდა... რომ ჩემს გვერდით მყოლოდა და მისი სითბო მეგრძნო. უიმედობამ უფრო მეტად დამლია და გამანადგურა..
მარტო ვზრდიდი შვილს , გვერდით არ მყავდა დასაყრდენი.. ის ვისაც თავს დავადებდი და უძინარი ღამეებისაგან მიხსნიდა, ის ვინც მეტყოდა რომ ვუყვარდი ასეთი გადაღლილი და გადაქანცული.. ასეთი მოუწესრიგებელი და თმებდაუვარცხნელი...
ფანჯარასთან ვიდექი და მშვიდად ვუყურებდი დღითიდღე როგორ ყვავილობდა ერთით მეტი ხე ჩვენს ეზოში... როგორ იწყებდა ბალახი გამწვანებას და ცა გადაწმენდას... მისი სიტყვები გამახსენდა არ მიყვარს ზამთარი შენი თვალების ფერი მეკარგებაო.. და ცრემლი მომადგა მის საყვარელ თვალებზე... ფანჯარას შუბლით მივეყრდენი და სახე მზეს მივუფიცხე, მისმა სითბომ მთელს სხეულში დამიარა .. მაგრამ ისეთი არ იყო როგორც გეგასი...
ოდნავ შემეხო თმაზე ,როგორც სჩვევია ხარბად ჩაისუნთქა ჩემი თმების სურნელი. ორივე ხელი შემომხვია და მისი ღვინისფერი ტუჩები ყელზე შემეხო... თვალებზე მაშინვე დამედინა ცხელი ცრემლი.. როგორ მინდოდა ეს ყველაფერი ცხადში ყოფილიყო და თვალების გახელისთანავე არ გამქრალიყო...
- მარიამ- ჩუმად მიჩურჩულა ყურთან და სწრაფად გამოვფხიზლდი.. ნუთუ ის იყო, ნუთუ მოვიდა... არა მგონი გავგიჟდი , ყოველ დღიურად ვგიჟდებოდი... თავისკენ შემატრიალა და ცრემლიანი თვალები დამიკოცნა. ჩემი ხელები თავის ხელებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა.. მინდა მთელმა მსოფლიომ გაიგოს რომ მიყვარხარ მარიამ... სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი, ანდა რა უნდა მეთქვა ვერ ვარკვევდი ეს ყველაფერი ცხადი იყო თუ სიზმარი..
- მართლა შენ ხარ? მართლა დაბრუნდი თუ ვგიჟდები. არა მგონი გავგიჟდი...
- მარიამ მოვედი... შენთან და ჩვენს პატარასთან მოვედი... მელოდებოდი?
- ამას როგორ მეკითხები, შენმა ლოდინმა დამლია. ცხოვრების აზრი დამკარგინა. არ მჯერა ნუთუ მართლა შენ ხარ... რატომ არ მითხრეს არაფერი... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს... ახლა ჩემთან ხარ. არ მჯერა, არ მჯერა რომ მოხვედი..
- გახსოვს გითხარი არსოდეს მიგატოვებ თქო, ვიცოდი რომ მელოდებოდი... თანაც მინდოდა თვალებში ჩაგეხედა და გეთქვა როგორ შეგიყვარდი ერთი დანახვით...
- შენ რა გესმოდა რასაც გელაპარაკებოდი..?
- მიყვარხარ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, მზად ვარ კიდევ მილიონჯერ გავწირო ჩემი სოცოცხლე შენთვის და ჩვენი შვილისათის...
- არ ვიცი ღმერთს მადლობა როგორ გადავუხადო ასეთი სიყვარულისთის.. ყველაზე ბედნიერი ქალი რომ მყავს შენნაირი ქმარი..
- არა ეს მე ვარ ყველაზე ბედნიერი კაცი რომ ამდენი ტკივილის მიუხედავად გვერდით მყავს ქალი რომელსაც ცხოვრება ჯოჯოხეთად ვუქციე და მაინც ვუყვარვარ.. შენ იმდენად სუფთა გული გაქვს შეუძლებელია არ შემყვარებოდი..
- გიყურებ და მგონია შენამდეც შენ მიყვარდი ახლაც შენ მიყვარხარ და შენს მერეც შენ მეყვარები...
- ჩემი ისტერიკებიანი გოგო... მთელი ძალით მიმიზიდა თავისკენ და გიჟივით დამაცხრა ტუჩებზე...
სიცოცხლე მარტო იმად ღირს უკან მოიხედო და აღიარო რომ ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ გყვარებია , ისე რომ მისგან არაფერი მოგითხოვია სანაცვლოდ, გყვარებია ჩუმად და უთქმელად ყველა ტკივილისა და განცდის მიუხედავად გიბრძოლია მისთვის ... ძალა დაგიტანებია რომ გეცოცხლა მისთვის...
მისი თვალების გულისთვის სიგიჟე ჩაგიდენია... უკან წარსულში მოგიხედია და არ გინანია.. გითქვამს რომ გიყვარდა, გიყვარს და მუდამ გეყვარება მთელი დარჩენილი სიცოცხლე და ამ სიცოცხლის მერეც.. მე მიხარია რომ ღმერთმა მარგუნა ადამიანი რომელსაც მარიამი ქვია, რომ ყველა ტკივილის მიუხედავად მან მომცა საშუალება გავმხდარიყავი მამა და ქმარი...
როცა ხედავ და გონია რომ მანამდეც ის გიყვარდა და მის მერეც ის გეყვარება რამდენჯერაც არ უნდა მოევლინო ამ ქვეყანას მაინც რომ მისკენ გაიწევს გული. ათას კაცში რომ მას დაუწყებს თვალები ძებნას და თუნდაც ასი წლის მერე გული ისევ ისე რომ აგიფართხალდება როგორც მაშინ პირველად როცა ტუჩებზე ცეცხლი მომდო... აი მხოლოდ ამისთვის ღირდა ყველა იმ ტკივილის და ცრემლის დავიწყება მხოლოდ იმისთვის რომ მის გვერდით სიტკოების ამდენი წელი განმეცადა... სასაცილოა არა- ახლა რასაც ვიტყვი მაგრამ ცხოვრება უკან რომ დამიბრუნდეს იმ ღამის ჩათვლით ისევ ისე გადავიტანდი ყველაფერს თუკი მეცოდინებოდა რომ გეგა მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდა როგორც ახლაა. მე ბედნიერი ქალი ვარ რადგან გვერდით მყავს ქმარი რომელიც ჩემთვის მთელი სამყაროა... და სიკვდილის წინაც მხლოდ ამას ვეტყვი „მინდა გიყვარდე ყოველ დღე და ყოველ ღამე“,,.....
ისტორია რომელიც თქვენამდე სულ 23 თავში მოვიტანე სინამდვილეში ძალიან დიდი სიყვარულს და ტკივილს იტევს, ვიცი ბევრი გაბრაზებას იწვევდა მარიამის ასეთი გულუბრყვილობა მაგრამ ვერაფერს შეცვი, ის ასეთია სიყვარულმა ასეთად აქცია..და ამას არ ნანობს. პირიქით ბედნიერია რომ ასე მოიქცარომ მისი დიდსულოვნებიტ შეძლო შეენარჩუნებინა ოჯახი, გეგა , შვილი და სიყვარული... ისტორიას კი მათი სიტყვებით გიმტავრებთ..
#Nn rogori admini var :$:$:DDD
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 48
tqven dzaan kargi admini xart .