მართალია ორივე ორივე ღია ფერებშია გადაწყვეტილი და იმის თქმაც ტყუილი იქნება, რომ თინეიჯერების გულებს ვერ იპყრობენ, მაგრამ ჯასტინი არასოდეს გამოუყენებია მამას პოლიტიკური ქულების დასაწერად, მას აქვს სიმღერისა და ცეკვის ნიჭი, არასოდეს ჩაურევია აგრესია „შემოქმედებაში“ და არასოდეს უთქვამს საკუთარ მსმენელზე, რომ მათ მისი ნამღერი არ ესმით.ცალკე მოვლენაა ბერას საფანეთი და უმიზეზოდ ვენებგადასერილი გოგონები. ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ – ბევრი მაქვს სათქმელი. არც ის გეგონოთ, რომ ჯასტინის თაყვანისმცემელი ვარ და „ბეიბი“ აიპოდში მაქვს ჩაწერილი. პირიქით – მისი სიმღერები ძალიან შორს დგას ჩემი გემოვნებისაგან, თუმცა პოზიცია ერთი მაქვს: ვინც უსმენს – შეარგოს. დღევანდელ პოსტში ბერას (როგორც ვიცი) ბოლო სიმღერის ტექსტზე მინდა გესაუბროთ.ჩემი ფიქრები იმდენად კომიკურ დონემდე დავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, მისი ფანები რა დღეში ჩააგდებენ ამ პოსტის კომენტარებს, მაინც გადავწყვიტე – დამწერა. ცხადია, ყველამ ვიცით, რომ რეპში ტექსტი გადამწყვეტ როლს ასრულებს. და თუ რაიმეს თქმა გინდა ასეთი ფორმა ყველაზე მოსახერხებელია. „მუსიკოსმა“ იმაზეც უნდა იფიქროს, რომ ნათქვამი არ იყოს ბანალური და ყველამ გაიგოს რისი გამოხატვა სურდა ამ ტექსტით. მე გავიგე ცოტა რამ – მინდა დამეხმაროთ პატარა ივანიშვილის აზრების გაშიფრვაში. ასე რომ, გელოდებით კომენტარებში.მოკლედ, დავიწყოთ:გმირად არ იბადები,
გმირი უნდა გახდე,
ყველაზე რთულ დროს
გმირად უნდა დარჩე…მომიტევებთ, თუ გეტყვით, რომ ეს სტროფი საინტერესოა, თუმცა ამ კონკრეტული ბაგეებიდან გაჟღერებული აბსოლუტურ *ლეობას ემსგავსება. რა კომენტარი უნდა გავუკეთო ტექსტს, რომელიც არის ეგოიზმითა და არაფრის მომცემი დემაგოგიით (გმირების შესახებ) გაჟღენთილი? როგორც ჩანს, ბერას აზრით ის უკვე გმირია. მან ხომ გაავსო მთელი სტადიონი თინეიჯერი გოგო–ბიჭებით… ეს კი მისთვის ერთ–ერთი მთავარი ცხოვრებისეული მღწევაა. რთულ დროს გმირად დარჩენაში კი, ალბათ, 41–ის შემომხაზველ 55% გულისხმობს, რომლებიც არ შეუშინდნენ მთავრობის „ძალადობრივ მანქანას“ და გარისკეს ოპოზიციური ძალის მხარდაჭერა. მერე კიდევ მიკვირს, რატომ არიან ეს თანამედროვე ბავშვები ასეთი პოლიტიზირებულნი. ცხადია, მათ მეტი არაფერი ესმით გარდა ბიძინასი და მიშასი. არც ქუჩაში, ვგონებ – არც სკოლაში, არც ოჯახში… ეს არ არის ასე მარტივად შესახედი თემა. ჩემთვის ეს ტრაგედიაა. ცოტნეს პოსტი გამახსენდა. დიდ ხანს ვიჯექი შეწმუხნული შუბლით, არა იმიტომ, რომ მაღალ მატერიებზე მოფიქრალი არსება ვარ, უბრალოდ – არ მინდა ჩემი შვილი ასეთი გაიზარდოს. კარგი. გავარკვიეთ გმირებზეც. გადავიდეთ – ანტიგმირებზე…
რეკორდების მოსახსნელად
არ ავიგებ iPadს.
ოოოოჰ.. მიირთვით
ჰალსტუხების ასორტი,ამიხსენით ვინმემ, რა შუაშია ედუარდ სააკაშვილი და მისი რეკორდი. შე კაი ადამიანო აკეთე რა შენი საქმე. ბავშვმა თავისით (!) რაღაცას მიაღწია, რა სახსენებელია. იმას მაინც ვერავინ იტყვის მამამისმა ატარა აიპადზე კრეფის კურსებზეო . ჩემთვის ეს ყველაფერი ღვარძლია და მეტი არაფერი. გული მინდა დავწყვიტო ბერას ყველა გულშემატკივარს, ვისაც სჯერა, რომ ის ოდესმე გრემის აიღებს. მომიტევეთ… როგოც იტყვიან ეს დიდი ბულშითია. რაც შეეხება ჰალსტუხების ასორტს, პირადად ჩემთვის ეს შეურაცხყოფაა. ასევე შეურაცხმყოფელია ომის პერიოდში გავრცელებული ყველა ის მასალა, რომელიც ჩვენი მაშინდელი ხელისუფლების ნებისმიერი წევრის (რაც უნდა ანტიპათიით ვიყო განწყობილი) გაშარჟებას ემსახურება. თქვე კაი დედმამიშვილებო, ზოგი სარდაფებში რომ იმალებოდით და ზოგი ევროპის „თბილ ქვეყნებს“ აფარებდით თავს, წარმოგიდგენიათ მაშინ ამ ადამიანებზე რა ტყდებოდა? ჰალსტუხს კი არა, ფეხსაცმლის ლანჩს რომ არ ჭამდა ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც ბომბავენ და სრულიად მარტოა დარჩენილი ამ მონსტრის წინაშე – არ გიკვირთ?! ვატყობ, რომ ვღელდები და სულაც არ მინდა მამაპაპური უწმაწურობებით დავასრულო ეს მონაკვეთი. უბრალოდ გეტყვით: ღმერთმა ნუ გამყოფოთ ასეთ მდგომარეობაში. მსოფლიოში ასი კაცი თუ მოიძებნა, ვისაც მსგავსი სტრესის გადატანა მშვიდად შეუძლია, ჩამომახრჩეთ ხვალვე!მპასუხობთ გაზეთიდან,
კაცობა არ გყოფნით,
ვინც ჩემზე ბაზრობთ
ერთი ერთზე გამოდით…შე ლაწირაკო, რა დღეში ხარ?!… მეტი კომენტარი ამ მონაკვეთზე არ მაქვს! „ვბაზრობ“ არა „ჩავიცუცქოთ“… ჩემი შვილი იყო, წამოგარტყავდი კეფაში ერთი გვარიანად მაგ სიტყვებისთვის…“ჰიპ ჰოპ waltzი”
მხოლოდ გართობას ეძღვნება,
მოისმინა ყველამ,
ვერ გაიგო ვერც ერთმა…ეს კი ყველაზე საინტერესოა… „ჰიპ ჰოპ ვალსი“ „იუთუბზე“ 10–ზე მეტი სხვადასხვა მომხმარებლის მიერაა ატვირთული. თითოეულ ვიდეოს ათიათასობით ნახვა აქვს. ღმერთმა იცის (მეზარება მოძებნა) რამდენი ასი ათასჯერ მოისმინეს „საუნქლაუდზე“… რამდენ ბავშვს აქვს აიპოდში და რამდენს კიდევ – სიდიზე. და ბერას უნდა თქვას – რომ ვერავინ გაიგო მისი სიდიადე? ლოლ. ასეთი მასშტაბური შეურაცხყოფა საკუთარი ფანების მიმართ. ვგონებ, მსოფლიოს არ ახსოვს. თუმცა, რა გასაკვირია. ბერა ხომ გენიაა ღვთით მოვლენილი, მისი მსმენელი კი გაუნათლებელი ნახირი, რომელსაც დღემდე ვერ გაუგია „ჰიპ–ჰოპ ვალსის“ ჭეშმარიტი არსი :). პირადად მე, გაოგნებული დავრჩებოდი… თქვენი არ ვიცი – ბერას გულისთვის ვენების გადამხსნელო ახალგაზრდებო.ეს არის კაცობა,
არც სიმღერა,
არც რეპი.კაცობა არაა წაქცეულზე წიხლის რტყმა. ბერას „შემოქმედებამ“ თავისი სიტყვა თქვა ქართულ პოლიტიკაში. სხვა დანიშნულება, ცხადია, არც არასოდეს ჰქონია… უკვე ახლა ზედმეტი და გამაღიზიანებელია ჩემთვის, რასაც აკეთებს. მოიგო მამამ? შეირგე რა…ყარაულობთ სტუდიას , მანქანებს გზავნით .. როდის იყო მგელს აშინებდნენ ძაღლით! სად ცხოვრობ მიხვდები თუ დაფიქრდები, თბილისი დიდი ციხეა… სულ ერთია სად იჯდებიი !!„დარაჯობთ“. დანარჩენზე – ლოლარ ვიცოდი ვინ იყავი , მოგისმინე , გავიქეცი ! გოგა გთხოოვ, დროზე წვიმად გადაიქეციი…აი გოგას კი ბერას გასაშარჟებელი ნამდვილად არაფერი სჭირს. სასაცილოა – მხოლოდ. ეს დაახლოებით იგივეა – მაილი საიურსმა რომ უმღეროს გლორია გეინორს, წადი, გადარჩი და მოდიო . გოგა რომ ღირებულ მუსიკას ქმნიდა, როგორც ქართველებს გვიყვარს თქმა, მაშინ ვიღაცები ჯერ კვერცხებშიც არ იჯდნენ. ის მუსიკა დღემდე ღირებული და სმენადია. მას დღემდე აქავერებენ ყველაზე პროგრესულად განვითარებადი ჯგუფები და მომღერლები. აი ბერას სიმღერის ქავერს თუ ოდესმე ვინმე გააკეთებს, მომიყვანეთ, გთხოვთ. თვალებში მინდა ჩავხედო და ვკითხო: გინდა ღმერთმა პლანეტა გამოგვიყოს, რომ გადაგასახლოთ?! მეტყვის ალბათ – შენ *იგ ხომ არ გაქვსო… მექნება პასუხი, მაგრამ არ გავცემ, ცხადია…

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 23