“ნათელი ფერებით გაალამაზე შენი ცხოვრება.. იპოვე საკუთარი თავი სამყაროში და სამყარო – შენში.. შექმენი შენი ცხოვრებით ჯვარი: ისწრაფე ღვთისკენ და ისწრაფე ადამიანებისკენ.. აავსე შენი გული სიყვარულით, სიმშვიდით და სიკეთით.. შეეცადე, ყოველდღე, ერთი ნაბიჯი მაინც გადადგა უკეთესობისკენ, პიროვნული სრულყოფისკენ.. გამოიყენე ყოველი დღე, ყოველი წუთი და ყოველი წამი საკუთარი თავის საპოვნელად.. ისწავლე სამყაროს დანახვა გულის თვალით, რადგან მხოლოდ გული ხედავს იმას, რაც მთავარი და არსებითია.. შეიყვარე ადამიანები, ბუნება, მთელი სამყარო უსაზღვროდ, მთელი არსებით.. იცხოვრე არა სიკვდილის შიშით, არამედ სიცოცხლის სიყვარულით..
“არასოდეს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში! ყოველ გრიგალს სიმშვიდე მოსდევს, სიბნელეს – განთიადი და სინათლე, დასავლეთს – აღმოსავლეთი, დაცემას – სინანული, ყოველ “ჯვარცმას” – “აღდგომა”, ყოველ პრობლემას – მისი მოგვარება, ყოველ ცრემლს – ღიმილი, ყოველი დაბრკოლებისა