Предыдущая публикация
სხვანაირია,ერკეთის ზეცა!
ულურჯესი ცა.ზეცა,კრიალა!
ვამაყობ,მისი შვილი,რომ მეც ვარ!სასწაულია,ზეცა კიარა.
ანდამატივით,მიზიდავს მთები..
ბუნება,რაღაც,ჯადოსნურია..
აქ,სიამაყით,რომ ავზვირთდები..
აქ,ჩემს ბავშვობას ჩამოუვლია.
ჩემი ერკეთის ნამიც კი მიყვარს!
მზე,ცისკარივით გადმოეშვება..
დავკოცნი მე,მის ბალახს და მიწას.იმ ღრუბელს,წვიმად რომ დაეშვება.
ასე მგონია,ფრთა შემეკვეცა
და ნოსტალგია მაქვს,საბუდარი..
სხვანაირია ერკეთის ზეცა..
ჩემი სიცოცხლის ნავსაყუდარი.
მამუკა უნგიაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 4