ო როგორ მეწადა მე შენი ხილვა, უშენოდ სუსხია, უშენოდ ყინვაა, ეგ ნაკვალევი ხომ დარჩება იარად, იქნება არც იყავ, იქნება ხილვა ხარ....... ჭრელ თვალებს ვადარებ, თუ რამ ლამაზია, რამდენ დღეს დავითვლი, რამდეს არა მზიანს, მე ამ გულის მეტი არც არა მბადია, ეგ გამოხედვა კი ისე ამაყია....... ო, როგორ მეწადა მე შენი ხილვა და, ფეხდაფეხ მოგყევი ტყე იყო თუ არა, ვეღარსად გიპოვე თუმცა კი ძვირფასო, შევძარი მთები და შევძარი ქვეყანა..... ო, როგორ მეწადა მე შენი ხილვა და... იქნება არც იყავ იქნება ხილვა ხარ.. // თეონა ქუმსიაშვილი //