იყო და არა იყო რა,
ამქვეყნად რა არ ხდებოდა,
ვიღაცა გრძნობას იძენდა,
ვიღაცის გრძნობა ქრებოდა,
ვიღაცას ვიღაც უყვარდა,
ვიღაცას ის არ უყვარდა,
ვიღაცა იმას ნანობდა
ის ვიღაც რომ შეუყვარდა.
მეკი ძალიან მიყვარდი,
განვიცდი რომ შემივარდი,
რადგანაც შენ გადააგდე
მე რომ გაჩუქე ის ვარდი.
არადა ჩემთვის იყავი
ბედნიერების სათავე
და ვხვდები რომ სიყვარულით
ვერ მოგითოკე სადავე,
ვერ მოგითოკე აფრები,
ახლა შენამდე შორია,
მეგონა გული გქონდა და
თურმე ყინული გქონია.
ეს ლექსიც მაშინ დავწერე
როცა შენ ჩემგან წახვედი,
ჩემს გულის ნაპირს მოსწყდი და
სულ სხვა ნაპირზე გახვედი.
წახვედი?....წადი შორს წადი,
იქნებ სულ გადამავიწყდე,
შენ შენსას თუ დაიკვეხნი,
იქ ჩემიც არ დაგავიწყდეს.
მაგრამ რა მოხდა, რა იყო,
განა ქვეყანა გაიყო,
უს
არ მომწონს მარტივად გახსნილი კვანძები და მჯერა, რომ “სავსებით კანონზომიერია შემთხვევითობის არსებობა”.. რაც მთავარია, მე მომწონს .. და ის კიდევ მაშინ არის საინტერესო, როცა „ცხოვრებაში სასწაულების ყოველდღე გჯერა“.
არ ვიცი არსებობს თუ არა სასწაულები ოცდამეერთე საუკუნეში, მაგრამ ერთი რამ კი ზუსტად ვიცი:
დღეს ღამით მაღვიძარას ჩვეულ დროზე აღარ დავაყენებ…