✔სიმაღლე__158 სმ.
✔ევანას ჰყავს ორი უფროსი და – მეირიდი და ემილი, და უმცროსი ძმა – პატრიკი.
✔ევანას ოჯახის წევრების თქმით მსახიობი “შეპყრობილია” ჰარი პოტერით და ხშირად სწერდა ჯოან როულინგს. ერთ-ერთ ასეთ წერილში ევანამ ჰარი პოტერის დედას მისწერა რომ ძალიან სურდა პოტერიანას რომელიმე ფილმში მონაწილეობა, მაგრამ მის ამ სურვილს ასრულება არ ეწერა, რადგან “პატარა მიყრუებულ ტერმონფენკინში ცხოვრობს, სადაც არასდროს არაფერი ხდება”. მისდა გასაკვირად, მალე როულინგისგან საპასუხო წერილი მოვიდა. ავტორი ურჩევდა გული არ გაეტეხა ტერმპონფენკინის გამო: “… მისი სახელი შესანიშნავად ჟღერს. მეც ასეთი მიყრუებული, პატარა ადგილიდან ვარ.”
2003 წელს მსახიობი საავადმყოფოში მოხვდა და ძალიან ეშინოდა რომ გამოტოვებდა საგის მეხუთე წიგნის პრეზენტაციას, თუმცა მას გაუმართლა: პრეზენტაციის დღეს საავადმყოფოდანაც გაწერეს და ადგილობრივი წიგნის მაღაზიის წყალობით წიგნის როულინგის ავტოგრაფიანი ეგზემპლარიც მიიღო.
✔2006 წლის იანვარში ევანას აუხდა ოცნება ეთამაშა პოტერიანას ეკრანიზაციაში. მან 15 ათასი კონკურენტი დაამარცხა და ფენიქსის ორდენის ეკრანიზაციაში თავისი ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟის – ლუნა ლავგუდის როლი მიიღო.
✔ხშირად სტუმრობს ჰარი პოტერის ფან-საიტს MuggleNet.
✔ძალიან უყვარს ხელნაკეთი სამკაულები. ბოლოკის საყურეები, რომელთაც ფილმებში ლუნა ატარებს, მისი გაკეთებულია.
✔ევანა ვეგეტარიანელია და ძალიან უყვარს ცხოველები. ოჯახში უამრავი კატა ჰყავს და რამდენიმე მათგანს ჰარი პოტერის პერსონაჟების სახელები ჰქვია, მათ შორის ლუნა, დამბლდორი ქრუქშანქსი.
მოგეწონათ ? დააკომეთ შემდეგი ვისზე დავდო ფაქტები ^^))) იაქტიურეთ ^^))) მიყვარხართ ^^)))
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 4
ნევილზედადე <3