მოგწონს..იმიტომ მოგწონს რაკი
გიყვარს. თუ შენ მართლა გიყვარს
მის ცუდშიც კი კარგის პოვნას უნდა
ცდილობდე და მის გამართლებას
საკუთარ თავთანაც და
სხვებთანაც... თუ იმიტომ გიყვარს
რომ კარგი ხასიათი აქვს, კარგად
გექცევა, კარგი ურთიერთობა
გაქვთ, ლამაზია, შენში ლტოლვას
აღძრავს...ეს არაა სიყვარული.
უნდა გიყვარდეს არაფრის გამო.
მხოლოდ იმიტომ რომ არსებობს
თავისი წიკებიანად, რაც შენთვის
უკვე მშობლიური გახდა :))
რაღაცის გამო კი არ უნდა
გიყვარდეს, უნდა გიყვარდეს
ყველაფრის მიუხედავად. იმიტომ
მოგწონს რაკი გიყვარს. იმიტომ
არა რომ ყველაფერში კარგია. ის
თუ რაღაც ნიუანსში ცუდი გახდა
,შენთვის მაინც ყველაზე ძვირფასი
იქნება.. "ჯოჯოხეთი ხარ ჩემო
ლამაზო?ჩავიდენ ცოდვას,
ჩამოვალ შენთან რათა სული ჩემი
შემოგთავაზო"..იდეალურ
გარემოში ყველას შეუძლია
შეყვარება. .თუმც ეგ სიყვარული
არცაა როცა მხოლოდ იმიტომ
გიყვარს რომ კარგი ადამიანია და
კარგად გექცევა. უნდა გიყვარდეს
ყველაფრის მიუხედავად და
ნებისმიერ ვითარებაში
სამუდამოდ. გინდაც შენგან შორს
იყოს სამუდამოდ მისი ერთგული
უნდა დარჩე გინდაც იცოდე რომ
მას ეს არაფრად სჭირდება და არც
არასოდეს დასჭირდება. როცა
ისიც კარგად გექცევა და
სიყვარულით, მზრუნველობით და
ყურადღებით გპასუხობს მასეთ
შემთხვევაში შენი კეთილგანწყობა
სიყვარული კი არა და ხშირ
შემთხვევაში უბრალოდ
მადლიერება ან და ლანგრით
შეთავაზებულზე უბრალოდ უარის
ვერ თქმა. როცა ზოგჯერ გულსაც
გტკენს მაგრამ მისი დაკარგვის
შიშის გამო უფრო მეტად
გიყვარდება, ეგაა ნამდვილი,..
სიყვარული ესაა დაკარგვის შიში
და არა ის რომ მასთან კარგად
ხარ.. კარგად ბევრთან შეიძლება
იყო მაგრამ მათი დაკარგვა არ
იქნება შენთვის ტრაგედია და
სამყაროს დასასრული.. ამაშია
განსხვავება. ესაა უპირობო
სიყვარული. . გიყვარს და
ერთგული ხარ ყველაფრის
მიუხედავად და ნებისმიერ
ვითარებაში. ზოგჯერ ერთი
რამეცაა-"წახვიდე, რათა დარჩე
სამუდამოდ"..- როცა ფიქრობ რომ
შექმნილი ვითარებიდან
გამომდინარე მისთვის ის ვეღარ
იქნები რაც იყავი და მის თვალშიც
ნელნელა გაუფასურდები. სწორედ
მაგის შესაჩერებლად და მაგის
არდასაშვებად მიდიხარ..
ურთიერთდამოკიდებულების
ხარისხი მხოლოდ ურთიერთობის
პროცესში განიცდის პროგრესს ან
რეგრესს.. როცა პროგრესი უკვე
გამორიცხულია (თვით
შენარჩუნებაც კი სათუოა),
რეგრესისათვის კი არ გემეტება
თქვენი ურთიერთდამოკიდე
ბულება (არ გინდა მაგით გასვარო
და დაამდაბლო) და ერთადერთი
გამოსავალი უკვე წასვლაა , რათა
სამუდამოდ დარჩეთ ერთმანეთში
ისეთები რანიც იყავით და ხართ
სინამდვილეში. რა
დამოკიდებულებაც გქონდათ
ერთმანეთის მიმართ ბოლო
ნახვისას ზუსტად მასე დარჩებით
ერთმანეთში წმინდად, თბილად და
შეუცვლელად.
კომენტირება0გაზიარება1
"მაგარია!"11
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев