Предыдущая публикация
ახლაც გატანჯული გულის თანამგრძნობი,მხოლოდ უღალატო ლექსის სტრიქონია,მე ხომ ჩემს სიყვარულს ალალად გთავაზობდი,შენთვის სიყვარული ხომ არ მითხოვია.თუ კი თვალზე მომდგარ ცრემლს ვერ ვიკავებდი,თუ კი ტრფობისაგან თავგზა ამებნია,ამით, ჩემო კარგო, ჩემს თავს ვაწამებდი,შენთვის არაფერი დამიშავებია.შენ კი ვარსკვლავივით ცივად დამყურებდი ,ჩემი სიყვარული სულ არ გსურვებია,“დავივიწყებ-მეთქი”, - ჩემს თავს ვატყუებდი,შენთვის არაფერი მომიტყუებია.მე ეს ყველაფერი ლექსად გავამჟღავნეან რა მსურვებია,ან რა მყვარებია,ჩემი უბედობაც ჩემს თავს დავაბრალე,შენთვის არაფერი დამიბრალებია............❤


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 4