მტკივნეული რამ მესმის,
რომ გული ვეღარ უძლებს და
არ უთქმელობა შემშლის!
ტალახს რომ ისვრი შენ თითონ
ტალახიანი არ ხარ?
მაშ გულში ჩაიხედე და
ვგონებ პასუხს იქ ნახავ!
ბოღმასა და შურს გულს ნუ ჩაიდებ,
ღმერთი არ გააბრაზო.
კეთილი სიტყვა მუდამ გამშვენებს,
ჩემო ქართველო კაცო!
მე შრომასა და მონატრებაში,
ბევრი დავღვარე ცრემლი.
მაგრამ არავინ არ გამილანძღავს,
თუმცა ღირსი ხართ ბევრნი!
რა ვუყოთ თუკი ემიგრანტობამ,
წლები წამართვა ბევრი.
მაინც სამშობლოს პატრიოტი ვარ,
მის სიყვარულზე ვმღერი!
ოჯახი მიყვარს, სამშობლო მიყვარს,
მიყვარს ქართველი ერი.
და არასოდეს მათ არ შევარცხვენ,
ვერ გაიხარებს მტერი!
თუმც საქართველოს შემარცხვენელი,
მანდ წამომჯდარა ბევრი,
შხამით და გესლით პირი ავსიათ,
უსმენს ერი და ბერი!
ჭკუას მოუხმეთ, გამოირეცხეთ,
შხამით ავსილი პირი.
მთლად ნუ დაკარგავთ თქვენს ქართველობას,
გაგება შეგრჩათ ვირის!
ჩემთვის კი ყველა ემიგრანტია,
ჩვენი დროების გმირი.
დაგლოცავთ ჩემო ემიგრანტებო,
ხართ საამაყო შვილნი!
ჩვენ ყურს არ ვუგდებთ არვის ყბედობას,
ისევ განვაგრძობთ ბრძოლას.
ღმერთი ჩვენთან არს ემიგრანტებო,
შეგვიმსუბუქებს შრომას!
ოდეს თუ სხვისი შრომა შემშურდეს,
მაშინ გამიწყრეს ღმერთი.
ერთხელ შენც ჩამო, გაიზიარე,
ჩვენი ტანჯული ბედი!
თუ გგონია რომ, ეგ ევროები,
აქ სადმე გზაზე ყრია.
ძლიერ შემცდარხარ, საწყალ ემიგრანტს
ღამითაც არა სძინავს!
ვინც ემიგრანტის ლანძღვას ეცდება,
მე მას დავლოცავ ასე,
რომ მისი შვილი და მომავალი (უვადოდ)
იხდიდეს ემიგრანტობის სასჯელს!!!
01.04.2015.სტამბული. გულო ქურცაძე მაღლაკელიძე.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 29