არ მძინავს ძმაო, ვერ ვიძინებ,
არ ესმით ჩემი.
შენ აღარ მყავხარ,
მეც არავის მოვნატრებივარ.
მე მარტოობას ვეხუტები,
შენ მიწას ებრძვი.
ახლა ყველა და ყველაფერი
ჩვენი მტერია.
მე მტკივა ძმაო, გული მტკივა,
შენ ვერ გრძნობ ტკივილს.
მე მიჭირს ძმაო,
გაჭირვება გაგვქონდა ერთად.
დროს მივათრევდით,
მაგრამ ახლა დრო მარტო მიდის,
მე ღმერთს დავეძებ,
შენ კი ახლა გვერდით ხარ ღმერთთან.
მე კვამლი მახრჩობს, სუნთქვა მიჭირს,
შენ აღარ სუნთქავ.
ახლა დავთვრები,
მხოლოდ ჩემთვის იშლება სუფრა.
.მე კარგად მახსოვს,
ნიავი რომ ხმელ ფოთლებს ცრიდა.
შენ ვეღარც წვიმას, ვეღარც ფოთლებს
ვეღარ გრძნობ ირგვლივ.
მე მარტოობას ვეხუტები,
შენ მიწას ებრძვი.
ახლა ყველა და ყველაფერი
ჩვენი მტერია.
არ მძინავს ძმაო, ვერ ვიძინებ,
არ ესმით ჩემი.
შენ აღარ მყავხარ,
მეც არავის მოვნატრებივარ :((


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев