როდიდან მოდის უმადურება?
იქნებ იქიდან, როცა გაჩნდა ადამ და ევა,
ერთი ცხადია, რომ წალეკა თითქოს საყმარო,
არავის ახსოვს რა გვასწავლა მაღალმა ღმერმა.
უმადურება დიდი ცოდვაა,
საწყისი ყველა უგუნურების,
თუ მადლიერი არ ხარ მითხარი,
როგორ შეიცნობ სიტკბოს ცხოვრების.
თუ მადლიერი არ ხარ დილისთვის,
რომელიც ახლა შენთვის გათენდა,
თუ სიხარული სხვებს არ აჩუქე,
აბა, ცხოვრება, ისე რად გინდა.
თუ არ ისწავლე დაფასება ყოველი წამის,
წამის, რომელიც შეიძლება არიყოს სხვისთვის,
თუ არ გაეცი სიყვარული უკიდეგანოდ,
ერთი მითხარი, გაჩენილხარ ამ ქვეყნად, რისთვის.
თუ მადლიერი არ ხარ მშობლისა,
ვერ დააფასე ამაგი მისი,
მაშ ქვეყანაზე რისთვის მოსულხარ?
თუ სიყვარული არ იცი სხვისი.
თუ მეგობარი არ შეიყვარე,
ისე ძალიან, როგორც