გაუძელი!.. შენს უკან ხომ უფალი დგას,
არ შეგშვენდის, არ გიხდება დაჩოქება.
გაუძელი!.. სანამ პირში სული გიდგას
სხვანაირად შენ ვერ შეცვლი ამ ცხოვრებას.
გაუძელი!.. თუ წამებით დაიღალო,
სულიერად ძირს დაცემაც არ გაბედო,
მარტო რომ ხარ!.. ფიქრადაც არ გაიფიქრო,
შენ ხომ უკვე ამ ყველაფერს ნაჩვევი ხარ.
გაუძელი!.. ხმა ჩამძახის უხილავი,
ეს ხომ უფლის ტკბილი ხმა და ღაღადია.
მის ლოცვაზე ძლიერი და უწმინდესი
მე ამ ქვეყნად არაფერი მაბადია.
თავს მიხედე, გულს დარდი არ გაიჩერო,
კმარა რაც კი გაჩენილი ბზარებია.
შენ თავს თუ არ დააფასებ, რა გიშველო?!
ნაჩუქარი სიცოცხლე არ გყვარებია.
ახლა ვხვდები რა რთულია ეს ცხოვრება,
წლები როცა ხელებს შუა გამელია.
თუ იცხოვრებ, ისე როგორც გეცხოვრება
დამიჯერეთ უფრო მეტად ადვილია.
იცხოვრ
,,ესეც გაივლისო, გეტყვიან და დაუჯერებ, რადგან სხვა გზა არ გაქვს.
სხვისთვის ყველაფერი გაივლის, რაც კი შენ შეგემთხვევა და გეტკინება. მაგრამ შენთვის უბრალოდ არჩევანი აღარ რჩება, იმიტომ რომ თუ გინდა გადარჩე და ცხოვრება გააგრძელო უნდა გაიაროს, უნდა დავიწყების ფარდა ჩამოაფარო ყველა ტკივილს, რათა მარტო არ დარჩე. მერე რა, თუ შინაგანად გჭამს და გღრღნის ის რისი გავლა და დავიწყებაც აიძულე საკუთარ თავს. მხოლოდ იმის გამო, რომ მარტო დარჩენის გეშინოდა. არადა ყოველთვის მარტო იყავი საკუთარ ტკივილებთან და განცდებთან. ლხინში მეგობარს რომ ხშირად არ დაეძებს კაცი, ეს თვითონაც იცი.
ასეთები ვართ ადამიანები სხვას არ ვუტოვებთ ტკივილის უფლებას, მხოლოდ მხიარული და დალხენილი სახეების ყურება გვიყვარს, რადგან საკუთარი გ
. . .
მე ის ქალი ვარ,შენ რომ ცხრა თვე
მუცლით გატარა.
ჯერ უნახავიც რომ უყვარდი
ჩემო პატარა.
შენი დედა ვარ,შენი სუნთქვის,
ღიმილის მცველი.
სულს რომ მითუთქავს შენს თვალებზე
პატარა ცრემლი...
ჩემი ლხენა ხარ,გათენება,
ცისკარი დილის.
ჩემი შვება ხარ,სიხარული-
შენ,ჩემი შვილი!..
შენ ხარ,ვისთვისაც სამყაროზე
ცოტა დიდი ვარ
და მუხლმოყრილი სალოცავად
ღმერთთან მივდივარ...
რომ შენმა წლებმა სიხარულის
გზებით გატაროს.
რომ შენ ვერავინ გაწყენინოს
შვილო-ვვრასდროს!..
დალოცვილი ხარ დედის გულით,
გონებით, სულით.
დედის ხელიდან აწეული
ფიალით, თასით...
დედა-შვილობით დარწეული
აკვნის სიკეთით,
ანგელოზების ფრთების მსგავსი
დღეთა სითეთრით...
"შენს დღეს გილოცავ დედი და გლოცავ"
რადგან დედა ვარ,შენ რომ ცხრა თვე
მუცლით გატარა
ძლიერი ქალიაო, ამბობენ და აღტაცებით შემოგცქერიან, რა იციან ცხოვრების ფსკერამდე ჩასულს რამდენჯერ გიტირია მარტოობაში; რა ჯოჯოხეთი და ტკივილი გამოგივლია... რამდენჯერ ყოფილა, რომ საწოლიდან ძალით წამოგიწევია თავი, არც დღე გაგხარებია და არც ღამე... სიკვდილზეც რომ გიფიქრია ბევრჯერ ეგეც არ იციან. ბავშვივით რომ დაგიტირებია დამსხვრეული ოცნებები და იმედები - არც ეგ.
ძლიერიაო, ჰო!.. ძლიერია მაგრამ საერთოდ არ იციან რამ გაგაძლიერა, რა ბრძოლები და ქარიშხლები გამოიარე. ისინი ხედავენ მხოლოდ თავდაჯერებულ ქალს და ჰქონიათ რომ ცხოვრებაში ყველაფერი ლანგრით მოგართვეს.