როცა არვინ გყავს,ვინ არის შენთან,
თუნდაც არ იყოს ამქვეყნად იგი,
როცა უფსკრულის კიდესთან დგახარ.
ვისა აქვს ძალა გაგიდოს ხიდი...
როცა ცუდად ხარ და გინდა შველა,
მაშინ გაქრება ამ ქვეყნად ყველა,
როცა სიცოცხლე არ გინდა მეტი,
ვინ გაძლევს ძალას - დედა და ღმერთი...
სანამ დედა გყავს,რომც კვდებოდე,არ ითხოვ შველას,
მერე კი...მძიმე დღები აქვს ამ ქვეყნად ყველას,
დედაა ქალი,ქალი რომელიც დალოცვილია
და მისი მადლი ნაბოძები მისთვის შვილია...
ვინ არის ახლოს ყველაზე ღმერთთან
შენი ცხოვრების უსიტყვო წიგნი...
როცა არვინ გყავს,ვინ არის შენთან...
თუნდაც არ იყოს ამქვეყნად იგი...
ეხლა შემოგთავაზებთ! ყველასათვის უგემრიელესი სნიკერსის რეცეპტს♡
სნიკერსი - რეცეპტი და მომზადების წესი
მომზადების წესი:
ავიღოთ 8 კვერცხი და განვაცალკეოთ გულები და ცილები, გულებს დავამატოთ 1,5 ჭიქა შაქარი და გავთქვიფოთ, დავამატოთ ცალკე ამოყვანილი 250 გრ. კარაქი+1 ჩ/კ სოდა-ძმრით+2 ს/კ თაფლი+ვანილი+1,5 ჭიქა დაფქვილი თხილი (მოხალული)+დაახლოებით 4 ჭიქა ფქვილი (ან ცოტა მეტი).
თუ დიდ საცხობ ფირფიტაზე გამოცხობა გვინდა, მაშინ ცომს გავყოფთ 3 ნაწილად. (მე საშუალო ზომის მრგვალ ფორმაზე გამოვაცხვე და 5 ფენა გავაკეთე).
მოვამზადოთ ბეზე:
კვერცხის ცილები კარგად გავთქვიფოთ და ნელ-ნელა დავამატოთ 2 ჭიქა შაქარი.
ფორმაზე წავუსვათ ცხიმი, ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი, მოვათავსოთ ცომის ერთი ნაწილი (ხელით თანაბრად გა