Предыдущая публикация
ჩუმად გვიმღერის გაზაფხულის ლამაზ სიმღერას.
ბუჩქის ძირს ია გაშლილა და ნაზად კეკლუცობს,,
იქვე მახლობლად სუმბული ყვავის ძლიერ ლამაზად..
რა საამოა გაზაფხულის ლამაზი დილა,
ყვავილის ფიფქი საამურად ედება მიწას.
ირგვლივ ყვავილის საამური სურნელი დაჰქრის
და სიყვარულით გააბრუა მთელი ქვეყანა.
ჟუჟუნა წვიმა გააგრილებს გულს გზააბნეულს.
ცვრის ნამად მიწას ეფინება ნაზი წვეთები.
იქით გვირილა გადაიპენტა მთების ფერდობზე,
აქეთ ყაყაჩო აბრდღვიალდა წითელ ფერებში.
რა საამოა, რა ლამაზი, როგორი ტურფა
ჩვენი სამშობლოს საოცნებო მთები, ველები.
ბედნიერება დაგებედოთ ირგვლივ სუყველას
და არ მოგაკლდეთ არასოდეს წყალობა ღმერთის....


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 33
არეული ფურცელ-ფურცელ,
მიმიყვანე აპრილთან და
ნუშის ხესთან გადამფურცლე...
გადამთვალე ამდენ სითბოდ,
ამდენ უთქმელ სიტყვად მფანტე...
მე დაგიწერ მაისს წვიმით,
შენ ნისლებით დამიხატე...
ნარცისებად გამომკარი,
ჩამაყოლე მწკრივად მზერას...
ატმისფერი წამიკიდე,
თამამ კაბას შემიკერავს ეს
ამდენი პწკალი ლექსის,
რითმის წვიმად დამითოვე...
მარტში აპრილს შემახვედრე
ადექი და მიმათხოვე იმ
ნუშის ხეს აყვავებულს,
ნატვრის ხეს რომ ეფარება,
თორემ ნახე თმაში მგონი
ნისლის ფერი მეპარება...
წაგაკითხო მოდი მარტი
არეული ფურცელ-ფურცელ,
მე აპრილთან გელოდები
შენ მაისთან გადამფურცლე...
რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსები,
ვუმღერ სამშობლოს, კიდევ მწყურია
და მის სიყვარულს დავემწყესები.
მშობელ მიწაში მიდგას ფესვები,
როგორც წყალში დგას წნორის ძირები,
სიცოცხლეს ვერვის დავესესხები,
თუ სამშობლოსგან გავიწირები!
მარადი შუქით ბრწყინვალებს იგი,
მისი ნათელი დამთოვებია,
სიცოცხლე _ მისი მშვენების იქით_
ერთ ნაბიჯზედაც არ მდომებია.
აჟღერდეს მისთვის პოეტის ენა
და ტკბილი სიტყვის გამართულობა
ვით ღონიერი ნიაღვრის დენა,
ჩემი თქმულება, ლექსქართულობა!
დამდგარა ჩემი სიმღერის ჯერი,
ეს ყვავილები მე დავაგროვე;
მე ვარ სამშობლოს ჩუქურტმის მჭრელი
ვარ, ახალ ქართლის თანამედროვე.
გულის ნათელი მე მიპოვია
ქართლის დიდების მე ვარ მნახველი
სამშობლო _ ჩემი გულის ფეთქვაა
სამშობლო _ ჩემი ლექსის სახელი!
у которого самое главное в жизни — ТЫ..!!!
Отправленно через
http://google.ru/search?q=oktoolsმაგარია!
პასუხი
––––––––––––––
Отправленно через
http://google.ru/search?q=oktools<s sby3c99
...ЕщёОтправленно через
http://google.ru/search?q=oktoolsმაგარია!
პასუხი
Всех Вас люблю я искренне и нежно!
<...ЕщёВсех Вас люблю я искренне и нежно!
Отправленно через
http://google.ru/search?q=oktools