ჩამეხუტე რაღაც უნდა გითხრა ... - ... რა - არა უბრალოდ მომისმინე ... გახსოვს, რომ შეგპირდი არასოდეს მიგატოვებ თქო? - მახსოვს! - დაიჯერე? - რატომ მეკითხებიი?! - მიპასუხე! - კი დავიჯერე! - რატომ? - იმიტომ , რომ შენ არასოდეს მომატყუებ! - გახსოვს, რომ გითხარი ამ ზაფხულს, მზის ამოსვლას ერთად ვუყურებთ თქო? - ვნერვიულობ! - მიპასუხე ... -! კი, მახსოვს .... - გახსოვს ჩვენი შვილის სახელზე რო ვდაობდით? ჩამეხუტე ისე ჩამეხუტე რო სუნთქვა ვეღარ შევძლო! გახსოვს პირველად რო გაკოცე როგორ შეგრცხვა? მეორე დღეს შევხვდით და თვალებში არ მიყურებდი, გახსოვს? მე დაგცინოდი, მაგრამ იცი მე მაშინ კიდევ უფრო ძლიერად შემიყვარდი! ... გახსოვს ის ღამე, რომ უნდა გაგვეთენებინა და მე ჩამეძინა, შენ კი გაუნძრევლად იწექი და თვალს არ მაშორებდი, რომ გავიღვიძე იცი? კიდევ უფრო მიყვარდი! გახსოვს ნაჩხუბრები, რომ ვიყავით, დამირეკე და მთხოვე არაფერი მითხრა, უბრალოდ ერთად ვისუნთქოთო? ვიცი გინდოდა დუმილი დამერღვია, მე კი ჯიუტად ვერ ვიღებდი ხმას, შენს სუნთქვაშიც გაბრაზება მატულობდა, და კიდევ უფრო გაბრაზებულმა გამითიშე, იმ დღეს არც მე გადმომირეკავს, მაგრამ იცი მე მაშინაც კიდევ უფრო ძალიან შემიყვარდი! გახსოვს პირველად რომელ სიმღერაზე ვიცეკვეთ? ვითომ ძალით, რომ აგყევი, შენ კი თავი მორცხვად დამადე მხარზე, მაშინაც ბედნიერი ვიყავი, რომ მთხოვე შენთან მეცეკვა, და კიდევ უფრო ძლიერად შემიყვარდი! ... გახსოვს პირველი თოვლი, როგორ გეწყინა და არ იმჩნევდი გუნდის მოხვედრას, უსაყვედურო წყენით, კიდევ უფრო ძლიერად შემიყვარდი! გახსოვს პირველად, რომ იტირე ჩემთან მოგატყუე, რომ ტირი უშნო ხარ თქო, იმიტომ, რომ ნამტირელევი კიდევ უფრო ძლიერად შემიყვარდი! გახსოვს ჩემი ნაყიდი სამაჯური, რომ გაგიფუჭდა და კინაღამ გაგიჟდიი ... დაგცინე ... მაგრამ მაშინ ყველაზე ამაყი ვიყავი იმით, რომ გიპოვე და მე მიყვარდი! რამდენი წელი გავიდა გახსოვს? შენ კი ერთხელაც არ დაგიწუწუნია! ვიცი, რომ ყველაფერი გახსოვს და შეიძლება შენ, რომ გეთქვა ეს ყველაფერი, მე გამეცინა და მეთქვა სულელი ხარ თქო, მაგრამ მე ყველაფერი, სულ ყველაფერი ყოველი წამი მახსოვს! ყოველ წუთს უფრო და უფრო ძლიერ მიყვარხარ! ! უშენოდ აუცილებლად მოვკვდები


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1