ნიკ ვუიჩიჩი იშვიათი დაავადებით დაიბადა: მას არ აქვს კიდურები, თუმცა, ამ გარემოებას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ სრულყოფილი ცხოვრებით ეცხოვრა და საკუთარი მიზნებისთვის მიეღწია. "10 წლის ასაკში მე თვითმკვლელობა ვცადე, საკუთარი სახლის აბაზანაში, ამ დროს მხოლოდ ერთმა აზრმა გამაჩერა - არ მინდოდა, რომ ჩემი ახლობელი ადამიანები მთელი ცხოვრება ტკივილისთვის და უბედურებისთვის გამემეტებინა. საშინელებაა, როცა შენს შვილს არ აქვს ხელები და ფეხები, მაგრამ უფრო საშინელებაა, როდესაც შენი შვილი, რომელსაც არ აქვს ხელები და ფეხები, თავს იკლავს. ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ გადავიფიქრე, იყო ჩემი მშობლების უსაზღვრო სიყვარული. მშობლები კი იმიტომ მიყვარდა, რომ მათაც ძალიან ვუყვარდი, " - აცხადებს ვუიჩიჩი. ვუიჩიჩი სიტყვ