ახალ ქართულ ფილმში მთავარ როლებს მურატ ილდირიმი და ნინი ბადურაშვილი შეასრულებენ
კანის კინოფესტივალზე საკუთარი პავილიონი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს, მათ შორის არის საქართველოც, რომელსაც ოცამდე მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების პროექტებს აცნობს იქ ჩასულ კინოპროდიუსერებს.
ერთ-ერთი ასეთი პროექტი რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილის ფილმი ხიდია , რომელშიც მთავარ როლებს თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი და ქართველი მომღერალი, ნინი ბადურაშვილი ასრულებენ.
ფილმის სიუჟეტი თურქი ბიზნესმენის ჯემალის გარშემო ვითარდება, რომელიც ერთ დღეს მისი მამის დღიურს აღმოაჩენს. ჯემალს საკუთარი მამა სძულდა, თუმცა დღიურიდან ბევრ საინტერესო ისტორიას იგებს და მიხვდება, რომ ყველაფერი