ცას გაუმარჯოს, ნამუსის ქუდს ჩვენის მიწისა,
მზეს გაუმარჯოს ცის გულ-მკერდზე შებნეულ ტაძარს,
ლაზარეს ენას გაუმარჯოს ურყევს ფიცისა
და ქართულ სიტყვას, სიყვარულად ანთებულ ხანძარს.
ჩვენს სალოცავებს გაუმარჯოს მიწის კელაპტრებს,
ქართულ ალიონს ცისკრის ლოცვით ვუთხრათ დიდება,
უქრობ სანთლებად ეციმციმოს, მუდამ ელავდეს,
რწმენა, რომელიც არ იცვლება, არ იყიდება.
სვეტიცხოველის კედლებიდან გადმოღვრილ მირონს,
და მის ფუძეზე ამონთებულ კვართის ნათებას,
ეს გაუმარჯოს საკურნებლად დაწურულ ღვინოს,
დედა ღვთისმშობლის ხატებიდან გამონათებას.
წმიდა საძვალეს გაუმარჯოს წინაპრის გზა-კვალს,
მათ ნატერფალზე მიმოფენილ სანთლების ციმციმს,
აღმაშენებლის და თამარის გამომზრდელ აკვანს,
ვერ დაჩოქებულ ვაჟკაც გმირებს, მათ ალალ ს