რაც დაიბადეთ,მას შემდეგ გევედრებით–მოდით ჩემთან.მინდა რომ გულში ჩაგიკრათ,მოგიალერსოთ,ტკივილები დაგიამოთ,ცრემლები მოგწმინდოთ ,სევდა და დარდი განგიქარვოთ,დაგამშვიდოთ,გაგახაროთ და გაგაბედნიეროთ.თქვენ კი ხელს მკრავთ,ახლოს არ მიკარებთ.არ გესმით ჩემი.ვერ მხედავთ და ვერ მგრძნობთ.მე კი სულ გელოდებით,ცრემლიანი თვალებით შემოგცქერით და გელოდებით,როდის მომაქცევთ მზერას,როდის მომისმენთ,როდის შემომიშვებთ გულში,როდის მიიღებთ ჩემს უსაზღვრო სიყვარულს.
ეჰ,რომ იცოდეთ,რა ძლიერ მიყვარხართ.თქვენ არ იცით ეს რა არის,ადამიანებს ასეთი სიყვარული არ შეგიძლიათ.მხოლოდ მე მიყვარხართ ასე უსაზღვროდ,ასე არაადამიანურად.ჩემი სისხლი და ხორცი შემოვწირე ამ სიყვარულს,ყველაზე მეტად დავიმდაბლე თავი,ყველაზე ძლიერ გავილახე,ყველაზე ძლ
ერთხელ მამა გაბრიელმა სამთავროს მონასტრის დედებს დაუსვა ასეთი შეკითხვა:
– მითხარით რას ნიშნავს ლოცვა ცოდვად შეერაცხა?
-ალბათ, არასწორად ილოცა - უპასუხეს დედებმა.
-არა, სწორად ილოცა - უთხრა ბერმა.
-ალბათ, გულით არ ილოცა..
-არა, გულით ილოცა.
-ალბათ, ლოცვის დროს გონება გაურბოდა..
-მომინდომეთ ახლა თქვენც წმინდანობა, გონებადაფანტულობა რომ არა გქონდეთ.
დედებმა სთხოვეს თვითონვე განემარტა, რას ნიშნავდა ლოცვა ცოდვად შეგერაცხაო.
-ახლავე გეტყვითო - უპასუხა ბერმა.
ამ დროს შემოვიდა მასთან ერთი მორწმუნე კურთხევის ასაღებად. მამა გაბრიელმა სთხოვა რაღაცის გაკეთება. მან კი უპასუხა: ახლა არ შემიძლია, მერე ვნახოთო.
– ახლა ეგ წავა და ხუთი საათი ილოცებს, მაგრამ ღმერთი მოუსმენს მე რომ არ დამეხმარა?! თუ
"როდესაც უფალს იპოვი,ყველაფერი შეიცვლება შენში.
სხვა თვალით შეხედავ მწუხარებასა და განსაცდელს,დაინახავ მოყვასის გასაჭირს,იმას რასაც ადრე ვერ ამჩნევდი...
ყველას მიენდობი,ყველას შეუნდობ,ყველას შეიყვარებ.."
პატრიარქი ილია მეორე.
იესოს ლოცვა: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“ ამ ლოცვას 2000 წლის ისტორია აქვს. წმინდა მამების აზრით, იგი მისტიკური ძალისა და მნიშვნელობის მქონეა. მას იმეორებდნენ წმინდა მოციქულები და წმინდა მამები. ჩვენც ამ ლოცვას განუწყვეტლივ უნდა ვიმეორებდეთ, რადგანაც იგი წმენდს, ზღუდავს და იცავს გულსა და გონებას ბოროტი გულის-თქმისა და აზრებისაგან. შემდეგ ეს შინაგანი ლოცვა უკვე წინაპირობა ხდება ღვთაებრივი ნათლის გამობრწყინებისა. იესოს ლოცვას ვლოცულობთ, როგორც ხმამაღლა, ასევე - გულში. იგი შეგვიძლია ვიმეოროთ ნებისმიერ მდგომარეობაში - ვზივართ თუ ვწევართ, ვჭამთ თუ ვმგზავრობთ, გვიჭირს თუ გვილხინს.
✞ფასეულობა, რომლის გაყიდვა და გასხვისება არ შეიძლება, ეს არის ქართული მიწა, წყალი, წყაროს წყალი, მდინარე, საბადოები✞
ფასეულობა, რომლის გაყიდვა და გასხვისება არ შეიძლება, ეს არის ქართული მიწა, წყალი, წყაროს წყალი, მდინარე, საბადოები.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეფასებით, მიწა, წყაროს წყლები, მდინარეები, საბადოები არ უნდა გასხვისდეს. საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ ქვეყნის ამ რესურსის უცხოელთა ხელში გადასვლის საკითხზე ისაუბრა და ხელისუფლებას მიმართა, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ყურადღებით და რუდუნებით მიიღონ.
"რა არის მთავარი ფასეულობა, რომელსაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ?! მე მახსოვს ჩემი ერთ-ერთი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. არ მახსოვს ნიუ-იორკში თუ ვაშინგტონში ჩვენ