ბებიას!!!
არ მჯერა, რომ უკვე მეც გავხდი ბებია,
როდის გავაცილე წლები...
ადრე კი მეგონა, სულ მეყოლებოდი,
ჩემო საყვარელო ბები.
ვიხსენებ შენს თვალებს, შენს ღიმილს საოცარს
და მოგონებებით ვტკბები,
„ჩემო ჩირაღდანო“ მოხვედი? - მეტყოდი,
იმ სითბოთ მე ახლაც ვთბები.
შენს თვალში ყოველთვის მართალი ვიყავი,
დედა როდესაც მსჯიდა,
იმ სასჯელს ასმაგად მოვიხდი ოღონდაც,
ის წლები დაბრუნდეს მინდა.
მახსოვს, ჩემს ცრემლებს ვერაფრით იტანდა,
ვერ ეგუებოდა პაპა,
თქვენს მერე „ქომაგი“ ვეღარსად ვიპოვე,
როგორ დაგივიწყოთ აბა...
ბები ამას გთხოვ, ძილში დამესიზმრე,
ერთხელ ჩაგეხუტო კიდევ,
მიჭირს დავინახო კარი ჩარაზული,
ანდაც მტვერწაყრილი კიბე...
როცა მე უკვე თვითონ ვარ ბებია,
ამდენი გასულა წლები...
რატომ მემხრობოდით, რარიგად გიყვარ