ერთ-ერთი მომხმარებელი მაია რამიშვილი, გუშინ პეკინის გამზირზე მომხდარ ისტორიას იხსენებს.
მაია:
"სიტყვა, რომელმაც ,,მომკლა "... პეკინზე, ერთი მაღაზიის წინ ხშირად ვხედავ დედა-შვილს. იქ სხედან , მომცრო ზომის ჭიქა უდევთ მიწაზე და დახმარებას ითხოვენ.
რაღაცნაირი სევდიანები არიან! ქალი თვალებს მალავს, ბავშვი კი მორჩილად ზის, ბიჭუნა 5- 6 წლის იქნება ალბათ. დღესაც იქ ისხდნენ. ტრანსპორტს ველოდებოდი და მათთან ახლოს მოვხვდი.
ვხედავ მანქანა გაჩერდა, კაცი და პატარა ბიჭი გადმოვიდა და მაღაზიაში შევიდნენ... არ ვიცი რას ყიდულობდა კაცი, მაგრამ ბავშვი გარეთ გამოვიდა და პატარა ბიჭს მიუჯდა . მერე შარვალზე ბრელოკი მოიხსნა და გაუწოდა.
იქ მჯდომმა ბიჭმა გაუღიმა, გამოართვა და ,, სანაცვლოდ" ბულკი მისცა! საოცარი სცენა იყო, რომ არა კაცი! კაცი მაღაზიიდან გამოვარდა, ბავშვი ააყენა, დატუქსა, ბულკი ხელიდან გამოგლიჯა და მანქანაში ჩასვა.
ამ საქციელით გაოგნებულმა ვერ გავიგე დედამ რა ჰკითხა ბიჭს, მაგრამ ბიჭის პასუხმა მომკლა: ,,ბულკი სუფთა იყო, არ მომიკბეჩია..." :(((


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 19