მწერალ რევაზ მიშველაძის შვილი არჩილ მიშველაძე დაიბადა 1973 წლის 25 აგვისტოს თბილისში. 1979-89 წლებშუ სწავლობდა თბილისის N54-ე საშუალო სკოლაში. 1990 წელს სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - იურიდიულ ფაკულტეტზე, პარალელურად სწავლობდა სპორტის აკადემიაში. მონაწილეობდა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, თხილამურებით სრიალში და ტყვიით სროლაში.
1992 წელს მოხალისედ წავიდა აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. იბრძოდა გაგრაში, სადაც და'იჭრა და ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია. 1993 წელს იბრძოდა ტამიშთან, მერხეულთან, ლაბრასთან, მონაწილეობდა სოხუმის ბრძოლებში, სადაც სასი'კვდილოდ დაიჭრა.
დაკრძალულია საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.
1993 წლის 25 ნოემბრის ბრძანებულებით, არჩილ მიშველაძე სი'კვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, მის სახელი ეწოდა თბილისში ვაკის პარკთან მდებარე ქუჩას.
არჩილ მიშველაძეს დარჩა ცოლი და შვილი - შიო მიშველაძე.
ასეთი ლექსი მიუძღვნა პოეტმა შოთა ნიშნიანიძემ არჩილ მიშველაძეს:
"შენ არაერთხელ გაიპარე, სიკვდილში, ომში,
პატარა ბიჭი გაიპარე, ახლა ხარ დიდი...
შენ გაეპარე დედ-მამას და მომავალ ცოლ-შვილს,
შენ გაეპარე სიბერეს და სიბერით სიკვდილს.
შენ გაეპარე მყუდრო ლოგინს და მყუდრო ოთახს
და იმ წუთიდან აღარ იყავ დედის შემბრალე,
შენს სინდისს თურმე საცრისტოლა თვალები ჰქონდა
და სინდისს, ალბათ, ამიტომაც ვერ გაეპარე...
არც აფხაზია შენი მ'კვლელი, და არც ჩეჩენი,
სი'კვდილს შენ თვითონ დაეძებდი ჯიქურ სარქენად,
ეჰ, შენი მ'კვლელი პირველ ყოვლის მამაშენია,
პაატას კვალზე ბავშვობიდან რომ შეგაყენა.
გადატეხილი, მშვენიერი ხარ კვიპაროსი
ჟამი კი მიდის რია რიით.. ლიტანიითაც...
შენი ტოლები გრიალებენ სადღაც კვიპროსზე,
ზოგნიც სამძიმარს აგზავნიან იტალიიდან...
ხვალ – ზეგ აფხაზეთს გადავლილი რისხვის გრიგალი,
დაიხსნის მიწას – ლტოლვილების ცრემლებით ნამულს
ადექი ბიჭო, ადექი და კვლავ გაიპარე...
შენი სიკვდილი კვლავ სჭირდება შენს ტანჯულ მამულს!.."
#გმირებისაქართველოდან
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3