ქალის სილამაზე ნეტავ რა ფერია? ყველა ოცნებაზე მეტად სხვა ფერია. ქალი ქვეყანაზე მაინც რამდენია? ქალი ტკივილია, ცრემლისდამდენია. ქალის გახატება ნეტავ სად წერია? ქალი გამთენიას ლექსად მიწერია. ქალი სიმარტოვის ჩუმი დარაჯია, გალაკტიონიც ხომ ქალით ნატანჯია. ქალი ერთი არის სულში ჩაძირული, მისიარსებობა გულში გაყინული. ქალი ბევრიც არის ვნების სურვილებით, ქალის გაბრაზებას როგორვუფრთხილდებით. ქალი ძლიერია,სამყაროს დაანგრევს, დაამტვრევს საკეტებს, დალეწავს დარაბებს. მაგრამქალი მაინც სუსტი არსებაა, ქალი სათნოებისჩუმი სახებაა. ქალის სილამაზე მაინც რა ფერია? ყველა ოცნებაზე მეტად სხვა ფერია.