თუ მარტოობას ცრემლებით ებრძვი, თუ სიყვარულის შეგწევს უნარი,
თუ გენატრება თუ გაგონდება, მაშინ არასდროს არ თქვა უარი.
არ დაივიწყო ის გრძნობა რაც შენ, გადაგაფრენდა ღრუბლებს ოცნებით,
არ ჩაიქნიო ხელი გთხოვ არა, სიყვარული ხომ არ მოდის ნებით.
არ ჩაჯდე ნავში არ გაერიდო, დაუნდობელი ცხოვრების ზვირთებს
არ ჩაიკეტო შენს თავში არა არ მიეკედლო დამღუპველ ფიქრებს.
არ შეეგუო ის რაც ჯერ შენთვის, მიუღებელი არის ამავდროს,
გიშფოთებს სულს და გირევს გონებას, არ თქვა უარი მასზე არასდროს.
შეინარჩუნე რაც კი წმინდა გაქვს, და ცოდვით ნუღარ დაიმძიმებ სულს,
ბედნიერებას დანატრებული ხშირად შეხვდები შენ გზა სავალ რთულს.
მიმოამტვრიე ყველა კედელი, გაანადგურე რაც კი ხელს გიშლის
აღარ იფიქრო სიკვდილზე არა, სიყვარულ
მე ისე ახლოს მოვედი შენთან, რომ განშორება საოცრად მიჭირს, ფიქრებში ხშირად დავდივართ ერთად შენსკენ გაწვდილი ხელი კი მითრთის. უშენოდ თითქოს ყველა დადუმდა მთვარეც ღრუბლებში ტანჯვისგან იწვის. ვიცი ვერ გნახავ, რადგან შორსა ხარ და ისევ კენტად
ვეხვევი ფიქრში. არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა შენი თავი და შენი ხატება. ვფიქრობ, პასუხი ვერ გამიცია არ ვიცი არა რა მემართება. ხშირად სევდიან უმთვარო ღამეს შენზე ვარსკვლავებს ვესაუბრები, ყველა მათგანში ვხედავ შენს სახეს და მონატრებულს გეჩურჩულები. ასე ვსაუბრობ შენთან მთელ ღამეს მომეპარება დილა ფარულად, უშენოდ ალბად გაივლის ეს დღეც, თვალს დამისველებს ცრემლი მალულად. ჩვენს მეგობრობას და ჩვენს სიყვარულს სიცოცხლესავით გავუფრთხილდები შენთვის მოვაწყობ გულში გალიას და
შენით თენდება, შენით ღამდება
და მონატრებას ტკივილით ვმალავ,
სულში დალექილ ტკივილს რომ უძლებს,
მე იმ ქალს ვგავარ.
არა მქონია აღმართ-დაღმართი,
სადაც ვიდექი ისევ იქ ვდგევარ,
წინ გასახედი რომ აღარ დარჩა...
წარსულს რომ უმზერს...
მე იმ ქალს ვგავარ.
ვერ აღვზევდი და არც დავცემულვარ,
სადაც შევჩერდი, კვალვ იქვე ვდგევარ,
მოგონებებში რომ გადასახლდა...და დაემკვიდრა...
მე იმ ქალს ვგევარ.
ხმა შორეთიდან მეძახის თითქოს,
ვინც შეელია შენსკენ სავალ გზას,
ის სინანული რომ სტკივა სულში...
მე იმ ქალს ვგავარ.
ადამიანო,სივყარულის შესვი ფიალა ჩვენ სიყვარული გვასულდგმულებს, მტრობა კი არა! ბედმა ბორბალი,თუ უკუღმა დაატრიალა მხოლოდ იმას სურს,მოგვიშუშოს,სულის იარა. თორემ დრო გადის,დრო წამებმა გაატილა. წამია შენი,აქ სტუმრობა,მეტი კი არა, მარადი ცოცხლებს,ვინც ბილიკზე სწორად იარა, ადამიანო,სიყვარულის შესვი ფიალა, ჩვენ,სიყვარული გადაგვარჩენს,მტრობა კი არა!•••