თუ გინდა რომ
შენს ფიქრებს ჩავწვდე ...
ნუ გამირბიხარ, მაგ ცრემლიან
თვალებს გაფიცებ ...
როცა მივხვდები რა გაწუხებს ...
რას მალავ გულში ...
შენი ნდობა და სიყვარული მეც
დამაფიცე ...
მომეცი ხელი, მინდა ვიგრძნო მე
მათი სითბო,
გაშალე მუჭი ... მინდა ჩემი გული
დაგიდო ...
თუკი არ გინდა ... რომ გაიგო ჩემი
ტკივილი ...
მხოლოდ ერთსა გთხოვ ...
მიყვარხარ და ეგებ გამიგო ...
მომეცი ხელი ... დაგიფიცებ ... ცასა
და მიწას ...
მაჩუქე გული ... დაგიფიცებ მზესა
და მთვარეს ...
იმ სიმარტოვეს დაგიფიცებ შენ
რომ გამიქრე ...
ოღონდ დამპირდი ... არ
დამიტოვებ მიკეტილ კარებს ...
მაჩუქე გული ...მინდა ვიგრძნო ...
მე მისი ფეთქვა ...
ჩამკიდე ხელი ... შენთან ერთად
სამყაროს გავცდე ...
წავიდეთ სადმე, სადაც მხოლოდ
სიყვარულია ...
გრძნობა გამითბე ... თუ გინდა რომ
... ჩემს ფიქრებს ჩაწვდე ...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев