************************************************
რა გაყინავდა ჩემ გულში ზამთარს,
რომ არა, შენგან წლობით სიშორე,
ბეჭებში მოხრილ ბერიკაცს ვგავარ,
მხრებიდან ტვირთი ვერ მოვიშორე.
რა გამიჩენდა სახეზე ნაოჭს,
რა დალექავდა სულში იარებს,
მე საზღვარგარეთს ვეძახი "ჭაობს",
სადაც ჩარჩენის შიში ტრიალებს.
რა ჩამიწყვეტდა მე გულის სიმებს,
თვალებზე ცრემლებს რა დამადენდა,
რომ არა, ლოდი, ნადები მძიმე,
რამდენი ღამე თავს დამათენდა.
გულმა რაღაცის მომცა ნიშანი,
პულსი ხეთქავდა იმ ღამეს მყესებს,
სარკეში თავი ვეღარ ვიცანი,
ვიფიქრე, იქნებ სიკვდილი მეძებს.
ღმერთო! სიცოცხლე მაცალე ცოტაც,
სამშობლოს ცრემლი ზედ გულზე მაწვეთს,
გზად გაყოლილი დედის თვალები
და მამის ოხვრა ზედ გულზე მაწევს.
რაღა მომკლავდა სამშობლოვ ჩემო,
შენი მთისას რომ ვსუნთქავდე ჰაერს,
სხვის ქვეყანაში ვერაფერს ვჩემობ,
აქ პურის ლუკმას ცრემლს ვატან მწარეს.
იმ დროს, იმ წუთებს, იმ წამებს ვნატრობ,
როცა ჩემოდნებს შევაბამ ბოქლომს,
გზას გავუყვები მთვარისგან მნათობს,
ემიგრანტობას მოვუღებ ბოლოს.
მარინა ყიფიანი
12.01.2018
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев