ხეტაფესთან მიმდინარე მატჩის პირველ ტაიმში, "ბარსელონას" ბრაზილიელმა ვარსკვვლავმა, ნეიმარმა, ტრავმა მიიღო და ტატა მარტინო იძულებული გახდა ის ალექსის სანჩესით შეეცვალა.
პირველადი შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ნეიმარს კოჭის მყესები აქვს დაჭიმული. უფრო დეტალური ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდება, რაც ნეიმარს განმეორებითი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება. კატალონიის რადიოს მიერ გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ბრაზილიელს მინიმუმ 3-4 კვირა გაუცდეს.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 11